საზოგადოება

,,დედა და მუცლად მყოფი (9 თვის) შვილი ზეცაში გაფრინდნენ…”

შოთო სიხარულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

,,მიწისთვის მენანები დედაც და მუცლად მყოფი (9 თვის) შვილი ზეცაში გაფრინდნენ… 33 წლის ირინა სურმანიძე ბათუმის ტკივილია…
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს…

1 კვირაში ელოდებოდი პატარა გოგონას და ორივე სახლში მიგასვენეს.
რა ხანმოკლე და დაუნდობელია ცხოვრება… თბილო, მოსიყვარულე და მხიარულო ჭრიჭინა არ მჯერა და ვერ დავიჯერებ. სიხარულით სავსე პატარას მოლოდინში მეხივით გავარდა შენი და შენი მუცლადმყოფის შავი ამბავი. გლოვის ზარი ისმის სურმანიძეებისა და ბერიძეების ოჯახში და გვარში. უფალმა ნათელში გამყოფოთ???

??????

დედები უკვდებიან შვილებს და,
შვილები უკვდებიან დედებს,
მაგრამ ორთავე სასიკვდილოდ,
რარიგად გაგიმეტეს?!
ცრემლი რომ ჩამოგორდა დედაღვისას,
სამყარო მოისრა წვიმად,
რატომ დაიწერა ბედი თქვენი,
რატომ წაგიყვანათ წყვილად?
რატომ უკვდებიან დედები შვილებს
და შვილებს დედები რატომ?
ვერ შეძელ წასულიყავ ზეცაში და
შვილი დაგეტოვა მარტო…


დედები უკვდებიან შვილებს და,
შვილები უკვდებიან დედებს,
მაგრამ ორთავე სასიკვდილოდ,
რარიგად გაგიმეტეს?!?

“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი, ლექსი ნანო შაინიძე”

Related Articles

Back to top button
Close