საინტერესო
ჯემიანი და ნიგვზინი პასკების რეცეპტი
„ეს ჩვენი საამაყო კუთხის ლაგოდეხური პასკებია! ვამაყობ, ამ კუთხის შვილი რომ ვარ!“ - ელგა ტაბატაძე

„საღამო მშვიდობისა, ჩემო კარგებო. მოვედი ცხელ-ცხელი პასკებით, პირველ მოზელვაზე დავამატე ყველაფერი კარგად, რომ ამოვიდა, გადავიტანე ფორმებში.
ეს კი ჩვენი საამაყო კუთხის ლაგოდეხური პასკებია. ვამაყობ, ამ კუთხის შვილი რომ ვარ!
ინგრედიენტები:
10კვერცხი
1.500გრ შაქარი
1 ლ რძე
400 გრ არაჟანი
400 გრ მაწონი
400 გრ კარაქი
300 გრ შავი ქიშმიში,
300 გრ თეთრი ქიშმიში
4 ს/კ მშრალი საფუარი( farimani)
3 ცალი ვანილი
100 გრ ზეთი
2,700 ან 3კგ ფქვილი(უმაღლესი ლა ფამილიას მწვანე შეფუთვა)
100 გრ პასკის ესენცია
პასკის მასალა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, პასკას სითბო და მოფერება უხდება, ყველაფერი კარგად არის აღწერილი ვიდეოში. პასკები გამოვაცხვე 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში“, – წერს ელგა ტაბატაძე.




