განათლება

მარიამ ჯაში: სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებები შევა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებები შევა და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილსაც შეეძლება.

“ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაწყებულია. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებს საზოგადოების თითოეული წევრი, მიიღოს მონაწილეობა ახალი თაობის სახელმძღვანელოების შემუშავებაში და დახვეწაში. აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავალთ შინაარსობრივი პროცესის და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს”, – განაცხდა მარიამ ჯაშმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close