პოლიტიკა

“ხომ გეუბნებოდით, რომ მოგენატრებოდით”

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ, კერძოდ კი გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების საკითხს განიხილავენ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აკაკი ბობოხიძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ გარემოს დაცვის მიმართულებით “არც თუ ისე სასურველი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ამასთან შედარებით, ათჯერ უფრო უკეთესი მდგომარეობა იყო”. მის განცხადებას სააგენტო ipn-იავრცელებს.

“დღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხუმრობით ვუთხარი: – ხომ გეუბნებოდით, ამათთან შედარებით მოგენატრებითთქო. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაგვიუქმებია. მეტსაც გეტყვით, მაშინ ლიცენზიებს ეკონომიკის სამინისტრო გასცემდა, ოღონდ ეკონომიკის სამინისტრო წიაღისეულის მეპატრონე არ იყო. ამასთან შედარებით ის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო. დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვაერთიანებთ. ხმები გამოვიდა, რომ ვიღაცას სამინისტროს მენეჯმენტი არ მოსწონდა – არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ როგორც ჩვენი კოლეგები ამბობენ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასეთი პასუხი უთხრა. ყოვლად უმსგავსო პოზიცია, როცა ერთი მინისტრი მეორე მინისტრზე ასეთ რაღაცას ამბობს, მაგრამ თუკი მენეჯმენტშია პრობლემა, სამინისტროს არ უნდა ვაუქმებდეთ”, – განაცხადა ბობოხიძემ გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო შეიძლება აღარ გაუქმდეს. მთავარი სადავო თემა თავად “ქართული ოცნების” წევრებს შორისაც გარემოს დაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი სახით გაუქმებაა.

სამთავრობო ცვლილებების მიხედვით,  გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტროს კი უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კომპონენტი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close