მსოფლიო

ხელყუმბარით თამაშის დროს სულ მცირე ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

ტანზანიაში ხელყუმბარით თამაშის დროს სულ მცირე ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, კიდევ 25 დაიჭრა. ტრაგედია ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მოხდა.

კაგეერას რაიონში მდებარე საშუალო სკოლის მოწაფეებმა მათთვის უცნობი ნივთი იპოვეს და თამაში დაიწყეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, რეგიონში უამრავი ლტოლვილია ბურუნდიდან, რომელთა შორის ბევრი ყოფილი ჯარისკაცია. სავარაუდოდ, ხელყუმბარა მათ ეკუთვნოდა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close