საზოგადოება

,,ჩვენს ხელისუფლებაში ყოველთა ბრიყვთა, შტერთა და ჩლუნგთა მოჭარბებული რაოდენობაა”

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:
_ ჩვენს ხელისუფლებაში რომ ყოველთა ბრიყვთა, შტერთა და ჩლუნგთა მოჭარბებული რაოდენობაა, ამის თაობაზე თვით მისი მხარდამჭერებიც კი არ დაობენ, მაგრამ ეს სიბრიყვე, სიშტერე და სიჩლუნგე ჭეშმარიტად კოსმოსურ მასშტაბებამდე იზრდება, როგორც კი საქმე პირადად ბიძინა ივანიშვილს ეხება.
რამე სხვა ლოგიკური ახსნა იმ ფაქტს, რომ ადამიანებს აჯარიმებენ ივანიშვილის სახლისკენ მიმავალ გვირაბში ბეტონის კედელზე გაკეთებული წარწერისთვის, აქაოდა ეს კულტურული მემკვიდრეობის ზონააო, ახსნა უბრალოდ არა აქვს
და რომელია აქ კულტურული მემკვიდრეობა: გვირაბი, ბეტონის კედელი, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი თუ თავად ბიძინა ივანიშვილი?
მე მგონი მაინც ეს უკანასკნელი იგულისხმება, თორემ აბა კობახიძეზე სულერთია სად რას დაწერს: დაგაჯარიმებენ კი არა, შეიძლება თვითონაც რაღაც მიაწერონ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close