საზოგადოება

შუაგულ მანჰეტენზე, სარეკლამო აბრაზე რუსებმა ხინკალი გამოსახეს – სამზარეულოსაც გვართმევენ!

ცისმარი საყვარლიშვილი, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი:

_ ქართველებო, ეს აუცილებლად ყველამ უნდა ნახოთ და დაუყონებლივ რეაგირება მოვახდინოთ.

შუაგულ მანჰეტენზე, Columbus Circle, 78 სტრიტზე არის მიწისქვეშა მარკეტი, Turnstyle Underground Market, სადაც დღეს გაიხსნა, რუსული სწრაფი კვების ობიექტი, Russian Dumplings by Daa Dumplings, სადაც მთავარ სარეკლამო აბრაზე გამოხატული აქვთ, ქართული ტრადიციული კერძის ხინკალის ფოტო, წარწერით, Russian Dumplings!
ის არ ეყოთ რომ ტერიტორიებს გვართმევენ, ახალგაზრდებს გვიკლავენ, ახლა სამზარეულოს გვართმევენ. მივმართავ საქართველოს საელჩოს ამერიკაში, Consulate General of Georgia in New York, საქართველოს საკონსულოს ნიუ-იორკში, დაუყონებლივ მოსთხოვონ პასუხი მეპატრონეს და ხინკლის ფოტოს ქვევით მიუთითონ #Georgian #Dumplings ან საერთოდ აიღონ ხინკლის ფოტო.

 ჩვენ არ ვართ უპატრონო ერი, ჩვენ ვერ გადაგვივლიან.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივედი, გავაპროტესტე, გარკვევით ავუხსენი მეპატრონეს, რომ ჩვენ კერძს იპარავს და დამპირდა, აუცილებლად შეცვლის რეკლამასო. ძალიან გავბრაზდი ხალხო, ძალიან. საკმარისია, ეყოთ ჩვენი დაცინვა!
მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის ქალბატონ ნონა ლოლუას, Nona Lolua, რომ არა მისი ფეისბუქ პოსტი ამას ვერ ვნახავდი.
მეპატრონის ამერიკელმა მეუღლემ ჩემი პროტესტის გამო, დაცვას დაუძახა და ჩემთან საქმეების გარჩევა დაიწყო.
ეს არ უნდა შერჩეთ, ეს არ უნდა ვაპატიოთ! 

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close