სხვა

„გარდაცვლილი პირველმა მე ვნახე“

„წამალს სვამდა გასახდომს რაღაცას, ის წამალი ედო და გულის... ბორშჩს აკეთებდა, ჩემთვის უნდა დაეხვედრებინა“ - რას ყვება ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძეზე

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი ზაკ მირიანაშვილის გადაცემა „შანტრაპას“ სტუმრობდა, სადაც ლიკა ქავჟარაძის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდზე ისაუბრა:

.

– ბოლო სამი თვე განუწყვეტელი კავშირი გვქონდა. მივდიოდი, ნათიამ იცოდა, რომ ლიკასთან მივდიოდი, იქ საკმაოდ დიდხანს დავყოფდი ხოლმე, ვლაპარაკობდით… ვერ მოესწრო, ლიკას გავუკეთეთ მერე მისი ნახატების გამოფენა. გარდაცვლილიც პირველმა მე ვნახე… ბორშჩს აკეთებდა, მე უნდა მივსულიყავი…

“ნატვრის ხის” პერიოდში ჩვენ ხომ ბავშვები ვიყავით და ისეთი ურთიერთობა არ იყო… აქ – იყო. ლიკამ შეაფარა თითქოს ჩემს ჩრდილს თავი… ერთ დღეს დამირეკა, ზაზუშ, მოდი რა ჩემთან… ეგრევე მივვარდი, რა გინდა-მეთქი? მოდი, დავლიოთო… მერე მე ვუთხარი, მივხედოთ ახლა საქმეს, რა გიჭირს… რაღაცა პრობლემა იყო, გავაკეთეთ…

მერე მითხრა, მოდი რა, ნათიას უთხარიო (ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, სცენარისტი ნათია გოგოჭური), რომ სცენარი დაწეროსო და ფილმი გავაქართულოთო, “როუზების ოჯახი”. მე უნდა გადამეღო და მე და ლიკას უნდა გვეთამაშა. ნათია დაგვთანხმდა…

მერე ოთხშაბათობით მიღება მქონდა ხოლმე, მაშინ საკრებულოში ვიყავი. ჩემი უფროსი გოგო მახლდა, ნინო. გავიარეთ და შენ-მეთქი ადი ნათიასთან, მე აქ ჩამოვალ, ლიკასთან-მეთქი… აუ, მამა, აზრი არა აქვს ახლა დამალვასო… თურმე იცის, დარეკეს… ლიკა აღარ არისო…

ეს რომ მითხრა, თითქოს თავში რაღაც დამარტყეს… ავვარდი და პოლიციელები ამტვრევდნენ კარებს… გავაღეთ, გურამიც იქ იყო, ლიკას ბიძაშვილი და შევედით… როგორ იწვა… ბორშჩი ცოტა მიმწვარი იყო, ეტყობა, ბორშჩს აკეთებდა… რა გიყვარსო, მკითხა და ბორშჩი მიყვარს-მეთქი… ჰოდა, ჩემთვის უნდა დაეხვედრებინა… და წამალს სვამდა გასახდომს რაღაცას, და ის წამალი ედო, და გულის… მოკლედ, ასეთი ამბავი იყო…

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close