საზოგადოება

„შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფოტოკონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

ფოტოკონკურსის – „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“  გამარჯვებულები გამოვლინდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური
კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში მიმდინარე  ფოტოკონკურსი დასრულდა.

გამარჯვებული ფოტოების გამოსავლენად, შს მინისტრის ბრძანებით, სპეციალური ჟიური შეიქმნა. ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი ფოტოხელოვანები, შსს-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელები შედიოდნენ.

ჟიური წევრებმა 90-მდე ნამუშევარი შეაფასეს და მათ შორის სამი საუკეთესო,  კონფიდენციალური შერჩევის გზით გამოავლინეს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ფოტოკონკურსის – „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას და სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ჩართულობით,
სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ასევე, ტარდება ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close