სხვა
„შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა…. ამან მე დამარტყა“
მარი ნაკანი 21-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმართან გაშორებასა და მტკივნეულ პერიოდზე

ცნობილი ფოტოგრაფი, მარი ნაკანი მეუღლეს, ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისს დაშორდა. მისი თქმით, 21-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ისე მიატოვა, არც კი უთხრა დაშორების მიზეზი. მარი ყვება, რომ ამ დროს მენტალური პრობლემების მქონე დღის ცენტრში იყო, ქმარმა კი მას აღარ მიაკითხა. შემდეგ კი სოციალური ქსელიდან შეიტყო, რომ საბერძნეთში იყო.
.
– მე და გიორგი 21 წელია ერთად ვართ. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ვარ გიორგისთან ერთად. გიორგი ჩემთვის არის როგორც მეუღლე, მეგობარი, საქმიანი პარტნიორი, მამა, ხანდახან – შვილი, როლებს ხომ იცვლის ხოლმე შენი ოჯახის წევრი იმის მიხედვით, რა სიტუაციაში ხარ, შეიძლება შენ დაეხმარო, შეიძლება პირიქით – იმან იზრუნოს შენზე…
ჰოდა, რაღაცნაირად რომ დაიწყო ჩვენ შორის, აი, ეს მომენტი, ამდენწლიანი ქორწინების შემდეგ, ჩვენ შარშანც დავშორდით… მერე გვქონდა პაუზა ექვსი თვე და მერე რომ შევრიგდით, აი, მანდ თითქოს მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები.
მენატრებოდა ჩემი გიორგი და გამიჭირდა ძალიან იმის მიღება და შეგუება, რომ გიორგი აღარ არის ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, დაფეთებული ჩემზე… ყველას გვახსოვს, ვინც ჩემი გამომწერები არიან და შენც ალბათ, რომ გიორგი ყოველთვის იყო ჩემზე ორიენტირებული…
იცი, როგორ იყო, გაუტკბა თითქოს ის დისტანცია და თითქოს რაღაცა ცოტა უფრო ამპარტავნებაში და ეგოიზმში შევიდა, იმიტომ, რომ მეორედ როცა შემირიგდა, უკვე მისთვის ვიყავი სუსტი, აღიზიანებდა ჩემი ყველა რაღაცა ხასიათის დეფექტი ისე, როგორც არასდროს ადრე.
არ ვიცი, შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა…. ამან მე დამარტყა… მაშინ აღარ უნდა შეურიგდე, თუ ხვდები, რომ შენ უკვე წახვედი და კარი გაიჯახუნე, იმ ადამიანს მერე აღარ უნდა მისცე იმედი, – ამის შესახებ მარი ნაკანმა გვანცა დარასელიას პოდკასტში ისაუბრა.




