საზოგადოება

,,ავტობუსების შეშვება მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოგვცემს: მეტ საცობს, მეტ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას…”

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

_ მოკლედ, გასაგებია, რომ გადაწყვეტილია ავტობუსების შეშვება მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, მაგრამ გაუგებარია:
⭕️ რომელი წარმატებული ევროპული ქალაქის მაგალითზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება?
⭕️ რა კვლევები ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ავტობუსის გაჩერების ასე მოწყობა გახდა საჭირო და რისთვის?
⭕️საიდან ან ვინ დაადგინა, რომ მხოლოდ ვაკეში და მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზეა ეს პროექტი აუცილებელი?

კითხვა ბევრია. ჩემი მხრივ დავამატებ: ეს არის აშკარად გაუთვლელი და სულელური მცდელობა, რაღაც პრობლემის გადაჭრის. როდესაც მთელ ქალაქში ავტობუსის გაჩერება ერთნაირად არის მოწყობილი და უცაბედად გვხვდება სავალი ნაწილის ცენტრში. გაუგებარია, რისი მიღწევა გინდათ?! ტრამვაის მაგალითის მოყვანა არარელევანტურია აქ და ძალიან გთხოვთ, ასეთ შედარებებს ნუ მომიყვანთ(ტრამვაი ინფრასტრუქტურულად გამოყოფილია საავტომობილო გზის სავალი ნაწილისგან).

ჩემი გათვლით ამ გაჩერებების გამო მივიღებთ შემდეგ სურათს:
?შემცირებულ გამტარუნარიანობას და მეტ საცობს.
?მეტ გამონაბოლქვს და ჰაერის კიდევ უფრო დაბინძურებას.
? მეტ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას.
?ქვეითების უსაფრთხოების სტანდარტების გაუარესებას.

ჩემთვის ეს პროექტი ახირებისა და “პაკაზუხობის” მანიშნებელი უფროა, ვიდრე პრობლემის მოგვარების. ნუ ვიდავებთ მეგობრებო. იდოს ეს პოსტი აქ და ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე… ხო, შემდეგ გადაკეთება რა დაუჯდება ქალაქს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

Related Articles

Back to top button
Close