საზოგადოება

,,ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი არ უშინდებოდა მოახლოებულ სიკვდილს”_ ლადო ასათიანის 100 წლის იუბილე

2017 წლის 5 ოქტომბერს მეცნიერების და ინოვაციების საეთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა დიდი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

,,ქართულ პოეზიას ჰყავს ორი დიდი წარმომადგენელი, რომელნიც ნაადრევად გადავიდნენ მარადისობაში, მაგრამ მაინც განუმეორებელი კვალი დატოვეს. 28 წლის აღესრულა ნიკოლოზ ბარათაშვილი, 26 წლის ლადო ასათიანი, დღეს მის ლექსებს მღერიან, ზეპირად წარმოსთქვამენ, შეიძლება ავტორის ვინაობა ყველამ არ იცის, მაგრამ მისი განუმეორებელი ლექსის სიდიადეს ყველა გრძნობს. ტრაგიკული იყო მისი ცხოვრება, დედა გადასახლებაში “ტროცკისტის”იარლიყით გარდაიცვალა, თვითონაც, როგორც ანტისაბჭოელი გარიცხეს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტიდან…შემდეგ თბილისი ,ტუბერკულიოზით დაავადებული პოეტი არ უშინდება მოახლოებულ სიკვდილს და ახალ პოეტურ შედევრებს ქმნის. მეუღლე ანიკო ვაჩნაძე ცდილობს შეუმსუბუქოს დიდი ტკივილები…26 წლის მარად ჭაბუკი ლადო ასათიანი ტკივილებითა და სევდით დაემშვიდობა ახლობლებს. მამას ნატრობდა და ისიც ჩამოვიდა, მაგრამ ცოცხალს ვერ მოუსწრო…დღეს ჩვენ ვიხსენებთ ქართული პოეზიის მარგალიტებს ავტორს და მისი სიტყვებით მივმართავ ახალგაზრდობას:web
“ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური.”
ნება მიბოძეთ ლადო ასათიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გახსნილად გამოვაცხადო”.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე პროფესორი თამაზ მარსაგიშვილი,
ლადო ასათიანის პოეტურ მემკვიდრეობაზე მოხსენებები გააკეთეს თსუ პროფესორმა სალომე ომიაძემ,ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა პოეტმა,ქეთევან შენგელიამ. ლადო ასათიანი გაიხსენა პროფესორმა ნათელა ვაჩნაძემ. სხდომის დასასრულს ლადო ასათიანის შვილმა ქალბატონმა მანანა ასათიანმა მადლობა მოახსენა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ ლამაზი საღამოს მოწყობისათვის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close