
მსახიობმა სანდრო კაკულიამ საკუთარ დამოკიდებულებასა და არასიფხიზლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიკვდილს თვალებში ჩახედა:
.
– ჩემი არჩევანი ეგ არასდროს არ ყოფილა, მე უკვე დამოკიდებული დავიბადე. ეტყობა, მჭირდებოდა, რომ სულიერი ტკივილი ამით გამეყუჩებინა. ასე კარგად ყოფნისთვის თურმე გახდა საჭირო ჩემი უახლოესი ორი ადამიანის გარდაცვალება. თვალებში დამიბნელდა და აბაზანაში ჩავვარდი, თვალს ვახელ… წამები გავითიშე… პირველად შემეშინდა სიკვდილის…
ანა ტყებუჩავას პოდკასტი „მეხუთე ელემენტი“




