ჯანდაცვა

,,მე მრცხვენია, თქვენი ცინიკური გამოსვლის გამო” _ ორგანიზაცია ,,ექიმთა უფლებებისათვის” დამფუძნებელი

,,დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება, გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ, დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდისა თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდაო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად”, _ ეს სიტყვები პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი  ზოიძეს ეკუთვნის. euronews.ge პარლამენტის დეპუტატის ამ განცხადების შესახებ ვრცელ სტატიას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. ახლა კი ვაქვეუნებთ ორგანიზაცია და ფეისბუქგვერდი ,,ექიმთა უფლებებისათვის” დამფუძნებლის პასუხს, რომელიც მან  აკაკი ზოიძეს გაუგზავნა.

,,როგორც ექიმსა და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელს,  მე მრცხვენია, თქვენი ცინიკური გამოსვლის გამო, როგორც ექიმისა და პარლამენტარის. ჩემი ქართველი ხალხი ამას არ იმსახურებს, მაგრამ ვინც გაიყიდნენ და რაღაც შეპირებების ფონზე ხმა მოგცეს არჩევნებში, უარესს იმსახურებენ. ერთი კაცის კარნახით მთელი პარლამენტი გაივსო სოროსელებით და პირადი ანგარების გათვალისწინებით, ფულის “მეშოკებით”, მოღალატეებით, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, აკაკი ზოიძე ამგვარ აბუჩად ამგდებ განცხადების თუ გააკეთებდა.

 2012 წლის შეპირებას რას უპასუხებდა ზოიძე? ხომ დაპირდნენ პენსიონერებს, ,,100 დოლარის ეკვივალენტ პენსიას” ეს ადამიანები და ძმანი და დანი მათნი? ისინი ვერასდროს იქნებიან ხალხის ინტერესების დამცველნი და გამომხატველნი, რადგან იმიტომ იკავებენ თბილ სავარძლებს, რომ  შეინარჩუნონ როგორც პირადი, ასევე საკუთარი ოჯახების წევრების პრივილეგიები და მიტაცებული ქონება, რომელიც 90-იანი  წლებიდან ხელში ჩაიგდეს.
მაგალითებსაც მოგიყვანთ:

სს სამედიდიცინო კორპორაცია ,,ევექსი” ეკუთვნის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ამირან გამყრელიძის შვილს! მათ მიიტაცეს სავადმყოფო-პოპიკლინიკები ან გადაინაწილეს მანამდე მიტაცებული მათთნაირი მტაცებლებისგან. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ქ.ფოთის  საავადმყოფო მალთაყვის ტერიტორიაზე, რომელიც “ევექს”-ეკუთვნის. ეს არის ნამდვილი შეუღწევადი ციხე-სიმაგრე, დატერორერებული სამედიცინო პერსონალით!

 აკაკი ზოიძეს მინდა ვურჩიო: ნუ არღვევენ ექიმთა უფლებებს და ასევე, პაციენტებისას. თუ ვინმემ იურჩა და ისე არ მოიქცა, როგორც მათ ნებავთ, ანუ უკანონობას მხარი არ დაუჭირა, მათი პასუხი ასეთია: ,,არ მოგწონთ -მიბრძანდი”. ეს გახლავთ უძველესი საავადმყოფო, სადაც მუშაობდნენ და მოღვაწეობდნენ დიდი ქირურგები:მამია ჩხეიძე, ვახტანგ ვეკუა. ალბათ ამჟამად გოგი მელიქია არ მუშაობს…

 ფოთის მაცხოვრებელების ერთ-ერთი საჩივარი არის საავადმყოფოს უქონლობა და სპეციალისტების დეფიციტი. პოლიკლინიკაც ზუგდიდს ექვემდებარება. ეს ბატონი, რომელიც, თურმე ამხელა თანხას იღებს აღნიშნული კორპორაციიდან და კორუმპირებულების ინტერესების დამცველია, ვის ინტერესებს დაიცავს?

 მას აუცილებლად მოუწევს მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემა ან დატოვება თბილი სავარძლის, უკვე ფართომასშტაბიანი აქციებით!”

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close