პოლიტიკა

,,აშშ-ის კონგრესში გაკეთებული დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინის თანამოაზრედ”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ჩემს მიერ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის აღსასრული. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი, სავსებით სამართლიანად, მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინის თანამოაზრედ, საქართველოს დესტაბილიზატორად და სანქცირების კანდიდატად.

მივმართავ ოცნების მხარდამჭერებს! ძვირფასო მეგობრებო, არჩევნებზე თქვენს მისვლას ივანიშვილის მხარდასაჭერად, არავითარი აზრი აღარ აქვს. ჩადექით საქართველოსთვის მებრძოლთა რიგებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ არჩევნებამდე დაიბლოკოს ოლიგარქის ყველა საბანკო ანგარიში, რათა კვლავ ბოროტად ის არ იქნეს გამოყენებული, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ეს მოპარული მილიარდები დაუბრუნდება მის უდიდებულესობა ჩვენს ხალხს.

გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო! ჩვენ, ყველაზე კრიტიკულ დროს გადაგვეფარა ამერიკის შეერთებული შტატები_ ჩვენი მოკავშირე და ეს არ უნდა დაივიწყოს არც თანამედროვე და არც მომავალმა თაობებმა. როგორც წესი, აზია-აფრიკა-ლათინური ამერიკის ქვეყნებში ისინი ხელისუფლების და ხალხის დაპირისპირებისას ძირითადად, გაბატონებული ელიტების_ მთავრობის მხარეს დგებიან, თუ არ არის ქვეყნებში დემოკრატიის პოტენციალი, საზოგადოება არ არის მაღალ ფორმირებად. საქართველოში, ასეთი დაპირისპირების დროს, მსოფლიოს ზესახემწიფო ამერიკის შეერთებული შტატები დადგა ქართველი ხალხის გვერდზე, რადგან ქართველი ხალხი მიაჩნია მსოფლიოს სახელმწიფოებრიობის მთავარ სუბიექტად და არა ოლიგარქია, არა მართველი ელიტები. ეს არის ისტორიული შეფასება. მადლობას ვუცხადებ ყველა კონგრესმენს, სენატორს, ვინც ამ მძიმე დღეებში იდგა ჩვენი ქვეყნის გვერდით, განსაკუთრებით სენატორ კრუზს, რომელმაც შეიტანა ის ისტორიული წერილი ამერიკის მთავრობაში, ივანიშვილის მიმართ სანქცირებაზე, რაც გახდა დღევანდელი მნიშვნელოვანი დღის საფუძველი და გაგრძელება. დაგვირგვინება წინ არის, რადგან ჩვენ გველოდება არჩევნები და ჩვენ გველოდება წინააღმდეგობა კრემლთან და ოლიგარქიასთან ერთად, თუმცა ვიმეორებ, ამ დასკვნაში კრემლის მიმართ სანქციებზეა საუბარი და სწორედ ამ სანქციების კონტექსტშია ბიძინა ივანიშვილის სახელი გამოჭენებული. როდესაც რვა წლის უკან პირველად ჩავიტანე ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური დოსიე ამერიკის შეერტებული შტატების კონგრესსა და სენატში, ბევრს არ ჯეროდა არც აქ და არც იქ, რომ რეალური გახდებოდა მის მიმართ სანქცირების და ამგვარი საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტები, რეალური გახდებოდა და რეალური გახდა იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა დაიჭირა სწორი პოზიცია, ქართველმა ხალხმა გამოაცხადა დაუმორჩილებლობა, ქართველმა ახალგაზრდებმა აჩვენეს თავგანწირვის უპრეცედენტო მაგალითი 20 ივნისს და ამ ყველაფრის ნაყოფსაც ვიმკით. უკეთესს მოვიმკით, იმიტომ რომ საქართველოს უწერია მაღალი პარამეტრებით განვითარება, დიდი წინსვლა და ეს პატარა შემაფერხებელი კაშხალი, რომელიც აგვიშენეს მალე იქნება გადანგრეული ქართველი ხალხი ენერგიით და ჩვენი ერთიანობით.

Related Articles

Back to top button
Close