საზოგადოება

,,აქლემების წაკიდებისა და კოზაკის გაჭყლეტის ისტორია განმეორდა _ ნუ აშინებთ ისედაც ფსიქოზში მყოფ ხალხს”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ეპიდემოლოგთა მიმართ ჩემი პატივისცემა ყველამ იცის, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ასე კატეგორიულნი და მრისხანენი უნდა ყოფილიყავით ბევრად ადრე, როდესაც დიპლომატიურად მიმართავდით საპატრიარქოს და მზადყოფნასაც აცხადებდით რიტუალებში მონაწილეობაზეც კი. ახლა გამოვიდა, რომ ისევ უდანაშაულო ხალხი დაისაჯა ფაქტობრივი შინაპატიმრობით, ანუ აქლემების წაკიდებისა და კოზაკის გაჭყლეტის ისტორია განმეორდა. აქვე ჩემი რჩევა, განსაკუთრებით სამთავრობო ჩინოვნიკებს—- ნუ გამოდიხართ ისტერიულ–პანიკური–აგრესიული ტონით და ნუ აშინებთ ისედაც ფსიქოზში მყოფ ხალხს.

Related Articles

Back to top button
Close