საზოგადოება

“საოცარი ამბის მოწმე გავხდი-ამ ბიჭის ვინაობის დადგენაში დამეხმარეთ, მადლობელი დაგრჩებით”

“დღეს საოცარი ამბვის მოწმე გავხდი, უნივერსიტეტიდან სახლში გავდიოდი, სამარშუტო ტაქსიში ვიჯექი, ნ11-ში. დიდუბის ზედა მხარეს ამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, კარგი გარეგნობის, ასე 19-20 წლის იქნებოდა, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ერთი შეხედვით იფიქრებდი, რომ თანამდებობის პირი არისო, ახალგაზრდამ მძღოლის უკანა სკამზე დაიკავა ადგილი, თან თავის ყდაგაგდებულ “ბლოკნოტს” ჩასცქეროდა, ამ დროს სამარშუტოს მძღოლმა ჩართო რადიო, მაღალ ხმაზე სიმღერა, რამაც გამოიწვია ამ ახალგაზრდის გაღიზიანება, 2-3 წუთის მერე ახალგაზრდა მძღოლს ეუბნება: “ძია კაცო, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში იცით?! (თან ცრემლები ადგება თვალზე) მძღოლი სიმღერას უწევს და ეკითხება, რასთან დაკავშირებით მეკითხები ვერ ვხვდები?! ძია კაცო, შენი შვილი, ჩემი ძმები, 2 ანგელოზი დავკარგეთ, ორი ანგელოზი რომელთაც არაფრის გამო დაგვტოვეს, რომელთა სულებისთვისაც უნდა ვლოცულობდეთ, ძია ვაჟკაცურად გამიგე ჩემი ნათქვამი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა! სპეცოპერაცია, დაშინებული და განადგურებული ოჯახები, დაკარგული გმირი, რომელმაც სიცოცხლე ჩვენ გამო გაწირა.ბათუმში მომხდარი ქვეყნის ტრაგედია, დაიღუპა 11 ადამიანი, განადგურდა 11 ოჯახი, ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის?!” მძღოლი თიშავს მუსიკას და ეკითხება ვინაობას, ახალგაზრდა არ დაიბნა და უპასუხა, ჩემი ვინაობის დასადგენად არ მილაპარაკია იმ ტრაგედიაზე რაც ქვეყანას ნოემბრის თვეში დაატყდა, უბრალოდ იცოდეთ რომ სიმღერის ჩართვა თან ასე ხმამაღლა ჩვენი სირცხვილია, შევთხოვოთ ღვთისმშობელს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაარჩინოს მსგავსი ტრაგედიებისგან. გააჩერა სამარშუტო ძველი “კინო საქართველოს” შენობასთან და ეკლესიისკენ გაემართა.

 

მე რასაც ვუყურე, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს ახალგაზრდა ნიშნის მოგებით არ საუბრობდა, პირიქით ცდილობდა ჩუმად ესაუბრა მძღოლთან, რომ ხალხს არ გაეგო, მე საბედნიეროდ მის გვერდით აღმოვჩნდი.

 

ასეთი ახალგაზრდები თუ კიდე არსებობდნენ დედამიწაზე მაგის არასდროს მჯეროდა!
ამ ბიჭის ვინაობის დადგენაში თუ დამეხმარებით, მადლობელი დაგრჩებით, ერთი დეტალი ვიცი, რომ აიფონ 7 პლუსი აქვს. “- წერს სტუდენტი, ნათია ეგაძე სოციალურ ქსელში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close