პოლიტიკა

,,სამთავრობო ცვლილებების შესახებ კვირიკაშვილმა რამდენიმე საათით ადრე გაიგო”

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ახალი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტას მეგობარია და ის მიუხედავად იმისა, რომ წინა სამსახურში წარუმატებელი იყო, მინისტრად დანიშნეს იმიტომ, რომ ფინანსური ნაკადი აკონტროლოს.
,,ეს არის სამთავრობო ცვლილებები, რომელიც პირველ რიგში უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ძალიან დიდი ხანია სამწუხაროდ, არაფერს არ წყვეტს ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, სამთავრობო ცვლილებების შესახებ მან რამდენიმე საათით ადრე გაიგო. ის ადამიანები, რომლებიც წარმოგვიდგინა დღეს პრემიერი-მინისტრმა, ესენი არიან ადამიანიები, რომლებიც ძალიან ახლო კონტაქტში იმყოფებიან ივანიშილის ოჯახთან. მაგალითად, ბატონი ბახტაძე, რომელიც რიკინიგზის ხელმძღვანელი იყო, ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშილის ახლო მეგობარია. ეს არის ადამიანი, რომელიც მართავდა კომპანიას, რომლის მოგებაც შემცირდა რამდენჯერმე. 2015 წელს, თუ არ ვცდები, მინუსზე გავიდა რკინიგზა. ესეთი ადამიანი მოგვევლინა ფინანსთა მინისტრად იმიტომ, რომ ფინანსური გადანაწილება და ფინანსური მიმოქცევა აკონტროლოს ივანიშვილმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ,,იბერიის დღის ამბებში“.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close