პოლიტიკა

,,სანქციები არამარტო ტურიზმს, არამედ ღვინოს და კვების პროდუქტებსაც შეეხება”

თემურ შაშიაშვილი:

_ არაკვალიფიციური განმარტებები..

აზრზე მოვიდეთ,პირად ამბიციებს ნუ ვწირავთ ქვეყანას!
ვისმენდი “რუსთავი -2″ზე განმარტებებს, საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას. ეს და საერთოდ “”რუსთავი” რუსული შოვინისტური პოზიციების გამტარებელი უფროა,ვიდრე მის წინააღმდეგ მებრძოლი.ეს არც მიკვირს..ამ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსეთის, დეპუტატის, პუტინთან დაახლოებული კკბ ს გენერალ გენერალოვის ხელის ბიჭის,სააკაშვილისა და ნაცებუს მთავარი დამფინანსებლის ხელის ბიჭი ნაყოფიაა…მას მთელი ქონება რუსეთში აქვს და საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე რუსულ საქმეს აკეთებს.

შემდეგ, სანქციები არამარტო ტურიზმს, არამედ ღვინოს და კვების პროდუქტებს შეეხება.რაც მთავარია ,რუსეთის ამ ფორმით გაღიზიანება,პიეველ რიგში,უკვე დაკარგულის საბოლოოდ დაკარგვას და ორჯერ მეტის დაკარგვის პროცესის დაწყებას ნიშნავს.

დავბრუნდეთ ტურიზმთან.

აი, რა გახდა უკვე დღეს,სულ ერთი საათის წინ ჩემთვის ცნობილი და შეტყობინებები მიიღეს სასტუმროების მფლობელებმა:

დღეს 14 საათისათვის ჩემს სასტუმროში უკვე გაუქმდა 78 ჯავშანი. თითქმის ყველა სინანულით დაგვემშვიდობა. გიგზავნი ერთ გამოხმსურებას. ნახე რამხელა პოტენციალია ხალხთა შორის მეგობრობისათვის პოლოტიკოსები რომ არ უშლიდნენ ხელს..

სწორია ეს მეწარმე…სახელმწიფო თუ სრულ ზარალს არ აუაზღაურებს ამ ხალხს,ეს იქნება უმძიმესი დანაშაული. ყველა სასტუმრო,ქარხნები ბანკებშია ჩადებული და მალე ამ ქონების მფლობელები ბანკები გახდებიან,ძირითადში ბ ნ ივანიშვილთან დაკავშირებული…
მოგებული სწორედ ის რჩება.ჩვენ კი ვნადგურდებით..

მიტინგებით და სხვისი ლანძღვით ქვეყანა წინ კი არ წავა,დაიქცევა. მით უფრო ,როცა ანტიამთავეობო განწყობას სოროსელები და თავისუფლების ინსტიტუტი წარმართავს..

აზრზე მოვიდეთ,პირად ამბიციებს ნუ ვწირავთ ქვეყანას!

Related Articles

Back to top button
Close