საზოგადოება

,,9 წელი გავიდა რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ევროპისგან შეშფოთების მეტი არაფერი მოგვისმენია”

 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს:

„ცხრა წელი გავიდა მის შემდეგ, რაც საქართველოში სამაჩაბლოდან რუსი ოკუპანტი შემოიჭრა და განახორციელა ქართველების ეთნოწმენდა, გენოციდი, მიზანმიმართულად დაანგრიეს მხოლოდ ქართველების საცხოვრებელი სახლები, დაწვეს მათი ქონება, არ ინდობდნენ მშვიდობიან მოსახლეობას – ბავშვებს, მოხუცებს. რუს სამხედრო ოკუპანტებთან ერთად ძალმომრეობას ახორციელებდნენ ოსი ეროვნების ბანდფორმირებებიც, რომლებიც გამოირჩეოდნენ სისატიკით. რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ძირძველი ისტორიული ტერიტორიის რეგიონი – სამაჩაბლო, რომელსაც რატომღაც, „სამხრეთ ოსეთს” უწოდებენ, არადა, ასეთი სახელწოდების რეგიონი საქართველოში არ არსებობს. ის გამოიგონა რუსეთმა.

ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მიმართ აგრძელებს აგრესიაულ პოლიტიკას და აფართოებს საუკუპაციო ხაზს- აკეთებს  მავთულხლართებს. ეს ხდება ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. ამ დროს, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საუბრობს ადამიანის უფლებებზე და მაღალ მატერიალურ ღირებულებებზე, რაც მისი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

თავის მხრივ, ევროპამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა, აგრეთვე დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებმა, ვისი იმედიც უნდა ჰქონდეს თავისუფალი სამყაროს წევრებს, მხოლოდ რეზულუციებით, აღშფოთებით და შეშფოთებით დაგვამახსოვრეს თავი. მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი ქვეყნის ლიდერი, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა საქართველოში და ამ მძიმე წუთებში საქართველოს დედაქალაქში დადგა ქართველი ხალხის გვერდით, როგორც ეს შეშვენის ნამდვილ მეგობარს. მათი გამბედაობა და გვერდში დგომა  ქართველი ერს არასოდეს დაავიწყდება. ასევე, ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ დაანახა მტერსა თუ მოყვარეს,  როგორი თავგანწირვით, გმირულად ებრძვიან ოკუპანტს და იცავენ თავის სამშობლოს. ამისათვის კი შინდისის გმირების მაგალითიც საკმარისია. არც ის გვავიწყდება, რომ 1993 წელს, სწორედ რუსეთის სამხედროების მიერ მოხდა პირველი გასროლა აფხაზეთში ქართველების მიმართულებით და იქ, ქართველებს ებრძოდა რუსეთის რეგულარული არმია. რა თქმა უნდა, ბრძოლის გეგმაც რუსეთის გენშტაბში იწერებოდა და მათ საბოლოოდ მოახდინეს აფხაზეთის რეგიონის ოკუპაცია. როგორც სამაჩაბლოში, ასევე აფხაზეთში ერთი და იგივე სცენარი გამოიყენა რუსეთმა ამ ტეროტორიების ოკუპირებისთვის. შემდეგ კი, ოკუპირებულ რეგიონებში დასვეს მათი მარიონეტი, სეპარატისტული „ხელისუფლება“.

ამ ყოველივეს შედეგია ის, რომ დღეს, რამდენიმე ათასი ქართველი იძულებით არის გადაადგილებული საკუთარ სამშობლოში და მათ წართმეული აქვთ მთავარი უფლება – იცხოვრონ მშვიდობიანად სამშობლოში, თავის ჭერქვეშ, რაც ფუნდამენტალური უფლებების დარღვევას წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისათვისა და დემოკრატიული ქვეყნების შემუშავებული კანონმდებლობების მიხედვით. ჩნდება კითხვა: თუ მართლაც ევროპისათვის და საერთაშორისო ინსტიტუტებისათვის, აგრეთვე დემოკრატიული ქვეყნებისათვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებების უზენაესი პრინციპების დაცვა და მაღალი დემოკრატიული ღირებულებები, მაშინ რუსეთის ქმედებებს ცივილიზირებული სამყარო შესაბამის, ადექვატურ პასუხს რატომ არ სცემს?“რატომ არ იღებს ხმას თითოეული ქვეყანა, რომელიც ამ პრონციპების გამტარებელია?”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close