საზოგადოება

პატრიოტთა ალიანსი რუსთავი 2-ს ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტია სრულად ეთანხმება საპატრიარქოს მიერ 24 მაისს გავრცელებულ განცხადებას და “პატრიოტთა ალიანსის” არცერთი წევრი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ინტერვიუს არ მისცემს:

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას.

ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან- მოურავი ამჟამად ათონზე იმყოფება. ჰქონდა შეხვედრა ვატოპედის მონასტრის წინამძღოლთან მამა ეფრემთან. ამ მოკლე პოსტს სწორედ ბატონ დავითთან შეთანხმებით ვავრცელებ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს. გაცილებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გაგიზიარებთ” _ აცხადებს ინაშვილი.

24 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქო ასევე აცხადებს, რომ სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მისი ფასეულობები.

წყარო: netgazeti.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close