საინტერესო

,,კლასელები ჩაგრავდნენ და სასტიკად სცემდნენ” _ ვინ არის სინამდვილეში ილონ მასკი?

მაინც ვინაა ილონ მასკი? ძალიან ბევრმა ეს სახელი გუშინ შეიტყო, როცა ცაზე მანათობელი შუქურების მთელი კასკადი გამოჩნდა და ეს სანახაობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მალევე აღმოჩნდა, რომ ეს ციური ნათება მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკის უკავშირდება და მისმა სატელიტებმა გადაუფრინეს. როგორც ცნობილია, მას მთელ სამყაროში კოსმოსური ინტერნეტის გავრცელება სურს.

2016 წლის 15 ნოემბერს SpaceX-მა 4,425 თანამგზავრის გაშვებაზე ნებართვის მისაღებად, რომელიც მთელ სამყაროს ინტერნეტით უზრუნველყოფდა, კომუნიკაციების სახელმწიფო კომისიაში შეიტანა განაცხადი. ამჟამად დედამიწის ორბიტაზე 4 000-ზე მეტი თანამგზავრია (აქტიური და პასიური).

მასკი 1971 წლის 28 ივნისს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში დაიბადა. პირველი კომპიუტერული პროგრამა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაწერა და 500 დოლარად გაყიდა, რაც იმ პერიოდში, სამხრეთ აფრიკელი ბავშვისთვის სოლიდურ თანხას წარმოადგენდა. 12 წლის ასაკში ცხოვრებაში პირველად ნახა თოვლიც, ავსტრიაში მოგზაურობისას და ამ მოგონებას დღესაც ემოციით იხსენებს.

სკოლის დამთავრების შემდეგ მასკი ჯერ კანადაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გადადის საცხოვრებლად. შტატებში მასკი ეკონომიკისა და ფიზიკის ფაკულტეტებზე სწავლობდა, დამთავრებული აქვს პენსილვანიის უნივერსიტეტი, ბიზნესის კეთების სურვილმა კი სტენფორდში სწავლა შეაწყვეტინა.

1995-2000 წლებში მასკი x.com-ის, zip2-ის და pay pal-ის დამფუძნებლად ან თანადამფუძნებლად გვევლინება, მაგრამ მასკის ამბიციები უბრალოდ წარმატებულ ბიზნესს სცდებოდა.

2002 წელს ილონ მასკმა Space X დააარსა. 1 წლის შემდეგ კი TESLA. წარმატება მარტივად არ მოსულა. 2015 წელს ჟურნალ AUTOBILD-თან ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ საკუთარი სამუშაო დრო კვირაში 100-დან 80-85 საათამდე შეამცირა. TESLA ROADSTER, რომლის ერთ-ერთი მოდელი 6 თებერვალს (თბილისის დროით 7 თებერვალს) მარსის ორბიტიკსენ გაუშვეს, მხოლოდ 2008 წელს გამოვიდა და განსაკუთრებული წარმატება არ რგებია, 4 წელიწადში მხოლოდ 2250 მოდელის გაყიდვა შეძლო. Space X-თან მიმართებაში ვითარება კიდევ უფრო მძიმე იყო, პირველი 3 რაკეტა სტარტიდან მალევე ჩამოვარდა, pay pal-ის გაყიდვით მიღებული ფული გათავდა და მეოთხე წარმატებული რაკეტის გაშვება მხოლოდ ნასესხები ფულით მოხერხდა.

ერთ-ერთი წარმატებული მოდელი TESLA MODEL S ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და მისმა გაყიდვებმა ჯამურად 200 000 ერთეულს გადააჭარბა, ამ მხრივ კი მხოლოდ Nissan leaf-ს ჩამორჩება, რომელმაც 300 000 მოდელის გაყიდვა მოახერხა.

ქროსოვერის ტიპის TESLA MODEL X კი 2015 წლიდან იწარმოება და ამ დროის მანძილზე 72 000 ცალი გაიყიდა. ორივე მათგანი საკმაოდ კომფორტულია, ტყავის სალონით, სენსორული ეკრანით და რაც ყველაზე მთავარია მძლავრი ბატარეებით აღჭურვილი რომელიც 1 დამუხტვაზე მინიმუმ 450 კილომეტრის გავლას უზრუველყოფს, ზოგიერთი მოდიფიკაცია კი 600-ზე მეტსაც.

ბიუჯეტური მოდელი TESLA MODEL 3 რომლის ფასიც $35 000-დან იწყება 2017 წელს გამოვიდა. მისი ერთადერთი პრობლემა, წარმოების ტემპის სიმცირეა, სხვა მხრივ არც დიზაინს და არც შესაძლებლობებს ფასის გათვალისწინებით არაფერი დაეწუნება.

გარდა მარსის კოლონიზაციის გაცხადებული სურვილისა, რაც 46 წლის ანტერპრენიორის ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტია, მასკი 2020 წლისთვის ასევე აპირებს სპორტული ავტომობილებისა და უპილოტო სატვირთოების წარმოების დაწყებას. TESLA ROADSTER 2020 წელს დაბრუნდება და 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1.9 წამში აჩქარდება. 1500 ცხენის ძალიანი Bugatti Chiron, რომელიც 8.0 ძრავითაა აღჭურვილი მას მხოლოდ 2.4 წამში ახერხებს. ამავე დროს TESLA ROADSTER მაქსიმალური 400 კმ/სთ უნდა განავითაროს და ერთ დამუხტვაზე 1000 კილომეტრი დაფაროც, ცხადია არა ამ სიჩქარით.TESLA MODEL SEMI-მა კი, 40 ტონა ტვირთით 800 კილომეტრი უნდა დაფაროს. როგორც მასკი ირწმუნება რესურსი 1.6 მილიონი კილომეტრი იქნება. Walmart-მა 15 სატვირთო უკვე წინასწარ შეუკვეთა.

უახლოეს წლებში მოსალოდნელია პიკაპის და მცირე ზომის ქალაქის ბიუჯეტური მოდელების ხილვაც. ელექტრომობილების წარმოების პოპულარიზაციის მიზნით TESLA-მ 2014 წელს ყველა პატენტი გაათავისუფლა და კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. აკუმულატორების მწარმოებელი ქარხანა Gigafactory ნევადაში 5 მილიარდი დოლარი დაჯდა, მან ელექტრომობილის მთავარი ნაწილის ფასი მნიშვნელივნად შეამცირა. Gigafactory 2-ის მშენებლობა ევროპაშია დაგეგმილი, სურვილი კი საქართველოსაც აქვს გამოხატული. მას გარდა მასკი მზის პანელებსაც აწარმოებს სახურავებისთვის. წარმატებული აღმოჩნდა ცეცხლმტყორვნების გაყიდვებიც. მასკის იდეაა ზებგერითი მეტროც ე.წ. hyper loop რომლის მიხედვითაც დიდი ქალაქები ერთმანეთს ვაკუუმური გვირაბით უნდა დაუკავშირდნენ, მაგლევის მატარებელმა, რომელსაც არც ხახუნის და არც ჰაერის წინაღაბის ძალა შეაწუხებს 1130 კმ/სთ უნდა განავითაროს. ამ დროისათვის 2 მარშუტი განიხილება დუბაი-აბუდაბი და ლოს ანჯელესი-სან ფრანცისკო.

მასკის კომპლექსები:

1. მშობლებს ყრუ ეგონათ

ბავშვობაში, როდესაც მშობლები ელაპარაკებოდნენ, ხშირად სადღაც შორს იყურებოდა. ეგონათ, რომ სმენის პრობლემები ჰქონდა. ექიმებმა ადენოიდები ამოკვეთეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

„აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ოცნებობდა“, − უთხრა დედამისმა მეიმ ბიოგრაფ ეშლი ვენსს, − „თითქოს საკუთარ ტვინში შედის და ნამდვილად ხედავ, რომ სულ სხვა სამყაროშია… ახლა უკვე თავს ვანებებ, ვიცი, რომ ახალ რაკეტას ან რაღაც ამგვარს აპროექტებს“.

2. ბავშვობაში სასტიკად ექცეოდნენ

მასკი სამხრეთ აფრიკაში გაიზარდა, კლასელები ჩაგრავდნენ და სასტიკად სცემდნენ. 41 წლისამ გაიკეთა ოპერაცია, გამრუდებული ცხვირის ძგიდე გაისწორა. ჯერ კიდევ ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა, როდესაც  Tweeter-ზე Tesla-ს იდეა დააანონსა – „პიკაპის ტიპის ავტომობილს სიამოვნებით შევქმნიდი. რაღაცას,   რომელსაც გრავიტაციის დაბალი ცენტრი, დინამიკური პნევმოდინამიკა და  უძლიერესი ბრუნი ექნებოდა და სპორტული მანქანების მართვა შეეძლებოდა“.

3. პირველი ვიდეოთამაში 12 წლის ასაკში გაყიდა

მასკი ბავშვობაში საკუთარ თავს ვიდეოთამაშებით დიდად არ ანებივრებდა. თუმცა ვიდეო თამაშების კოდირება მოსწონდა. პირველი თამაშს Blastar  ერქვა, რომელშიც 12 წლის მასკს $500 გადაუხადეს. თამაშის მიზანი უცხოპლანეტელთა ხომალდის განადგურება იყო, რომელიც ატომური იარაღით იყო სავსე.

„ეს ჩვეულებრივი თამაში იყო… მაგრამ Flappy Bird-ს ნამდვილად სჯობდა“,  − განაცხადა მასკმა WaitButWhy-თან ინტერვიუში.

4. კოლეჯში სწავლისას ფულის გამომუშავებას წვეულებების მოწყობით ახერხებდა

ეს თვითნაბადი ანტრეპრენერი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლისას წვეულებებს მართავდა და სტუმრებს $5 ახდევინებდა. ამ თანხით სახლის იჯარას იხდიდა. ის და მისი ოთახის მეგობარი 10-საძინებლიანი სახლის ერთადერთი მობინადრენი იყვნენ და რას არ აკეთებდნენ, რომ წვეულებებზე ხალხი მოეზიდთ. მასკი ღონისძიებების დროს არასოდეს სვამდა, რომ ყველაფერი გაეკონტროლებინა, დიდად არც არასოდეს ყვარებია ალკოჰოლი.

5. სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლას თავი გაანება

მასკმა ფიზიკის შესასწავლად 1995 წელს გამოცდები სტენფორდის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩააბარა. ორ დღეში გადაწყვიტა, რომ ინტერნეტს გაცილებით დიდი შესაძლებლობები ჰქონდა, საზოგადოების შეცვლა შეეძლო. სწავლა შეწყვიტა და კომპანია Zip2 დააარსა, რომელიც რუკებითა და კატალოგებით ამარაგებდა ონლაინგაზეთებს.

6. ის ხუთი შვილის მამაა

მასკს ყოფილ მეუღლესთან ხუთი ვაჟი ჰყავს. 2014 წელს ტყუპი − გრიფინი და ქსავიე  შეეძინათ, 2016 წელს კი სამი ვაჟი − დემიანი, საქსონი და კაი. მათ კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდათ, რომელიც 2002 წელს დაიბადა, თუმცა 10 კვირის იყო, როდესაც ბავშვთა მოულოდნელი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა (SIDS).

7. ის რეალური „რკინის კაცია“

მასკი „რკინის კაცში“ მსახიობ რობერტ დაუნი უმცროსის პერსონაჟის − ტონი სტარკის შთაგონების წყარო იყო. დაუნიმ მასკის მიწვევით 2007 წელს SpaceX-ის შტაბბინა მოიარა და გარკვეული ელემენტებიც შეარჩია, როგორც თავად ეძახის „მარტივი უცნაურობებიდან“. ეს დაადასტურა რეჟისორმაც, რომ დაუნიმ ეს პერსონაჟი მასკის გავლენით შექმნა.

8. ის თითქმის გაკოტრდა

მასკი დიდი რეცესიისა და პირველ ცოლთან, უილსონთან ძვირადღირეული გაყრის შემდეგ თავისი მდიდარი მეგობრების დახმარებით ცხოვრობდა. თუმცა, მასკმა Tesla-ში $35 მილიონი ჩადო და თავისი წილი კომპანიაში შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ნაღდი ფული არ ჰქონდა. დღეს, Tesla საჯარო კომპანია გახდა და დღეს მისი ღირებულება $33.4 მილიარდია, ხოლო Forbes-ის მიხედვით, თავად მასკი $12.7 მილიარდი ღირს.

9. მას ჯეიმს ბონდის ერთი ავტომობილი ჰყავს

მასკმა 2013 წელს აუქციონზე $866,000 გადაიხადა აგენტ 007-ის Lotus Esprit-ში,  წყალქვეშა ავტომობილში, 1977 წელს გადაღებული ფილმიდან „ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი“. მასკმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ბავშვობაში, სამხრეთ აფრიკაში მაოცებდა იმის ყურება, თუ როგორ მიაქროლებდა ჯეიმს ბონდი ნავსადგურზე Lotus Esprit-ს, ღილაკს თითს აჭერდა და ეს მანქანა როგორც კი წყალში აღმოჩნდებოდა, წყალქვეშა ხომალდი ხდებოდა. ნამდვილად დამწყდა გული, როდესაც გავიგე, რომ სინამდვილეში ასეთი არ იყო. გადავწყვიტე, ეს ავტომობილი Tesla-ს ელექტროაგრეგატით განვაახლო და ნამდვილ წყალქვეშა ხომალდად ვაქციო“.

10. ერთხელ ტელეშოუში სტუმრობისას ჭურჭელი დარეცხა

2015 წლის ნოემბერში მასკმა CBS-ის შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ამ სცენაში მადლიერების დღეს მასკი სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავს. „ინდაურის ხაზზე ვმუშაობდი, მაგრამ დამაქვეითეს, იმიტომ, რომ საწებელას მომჭირნედ არ ვიყენებდი“, − ამბობს მასკი.

11. მან ხის მაგალითზე ახსნა ნაყოფიერი სწავლის პრინციპი

მასკი ბევრ დისციპლინაში ერკვევა და ადამიანებს უკვირთ, როგორ ახერხებს ამდენის სწავლას. ამის შესახებ 2015 წელს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა. მან უპასუხა: „სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, ადამიანთა უმრავლესობას იმაზე გაცილებით მეტის შესწავლა შეუძლია, ვიდრე ფიქრობს, მაგრამ თავს ძალას საერთოდ არ ატანენ. ერთი რჩევა მაქვს: უზომოდ მნიშვნელოვანია ცოდნა გარკვეული ტიპის სემანტიკურ ხედ წარმოიდგინოთ − უპირველესად, ფუნდამენტურ პრინციპებში უნდა სცადოთ გარკვევა, ანუ  ხის ღეროსა და დიდ ტოტებში, და შემდეგ გადაინაცვლოთ ფოთლებამდე/დეტალებამდე. ღერო და ტოტები თუ არ არის,  ფოთლები ხომ ვერაფერს დაეკიდებიან“.

12. მას „მეხუთე სახის ტრანსპორტის“ იდეა აქვს

ცივილიზაციამ თვითმფრინავები, მატარებლები, ავტომობილები და ხომალდები შექმნა, მაგრამ მასკი მეხუთე ტიპის ტრანსპორტზე ფიქრობს − ეს Hyperloop-ის მაღალჩქაროსნული ტრანზიტული გვირაბის კონცეფციაა. ამბობს, რომ თეორიულად ეს კალიფორნიის სანაპიროზე მოგზაურობის ყველაზე სწრაფი გზა იქნება. „ის არასოდეს გამოვა მწყობრიდან, ცუდი ამინდი ვერასოდეს შეაშინებს და მგზავრებს ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე 30 წუთზე ნაკლებ დროში ჩაიყვანს. იგი ენერგოეფექტურიც იქნებოდა მზის პანელების მეშვეობით და შესაძლოა თვითგანახლებადიც კი. ამიტომ მისი ბილეთი თვითმფრინავის ბილეთზე იაფი იქნება“,− განაცხადა მასკმა ინტერვიუს დროს.

13. ის მარსზე ატომური ბომბის ჩამოგდებას ფიქრობდა

2015 წელს სტივენ კოლბერის ღამის შოუში გამოსვლისას, წამყვანმა სთხოვა ორიოდე სიტყვა ეთქვა მარსის კოლონიზაციასთან დაკავშირებულ იდეაზე.  „ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია მარსი ისეთ პლანეტად გარდავქმნათ, როგორიც დედამიწაა, − განაცხადა მასკმა, − „უნდა გავახუროთ“. კოლბერმა დაზუსტება სთხოვა. „ამის სწრაფი და ნელი გზა არსებობს“, − დასძინა მასკმა, − „სწრაფი პოლუსებზე ბირთვული იარაღის ჩამოგდებაა“. მან მოგვიანებით განმარტა, რომ მისი იდეა მარსთან ორი „მზის“ შექმნა იყო თერმობირთვული სინთეზით.

14. მას მთელ სამყაროში კოსმოსური ინტერნეტის გავრცელება სურს

2016 წლის 15 ნოემბერს SpaceX-მა 4,425 თანამგზავრის გაშვებაზე ნებართვის მისაღებად, რომელიც მთელ სამყაროს ინტერნეტით უზრუნველყოფდა, კომუნიკაციების სახელმწიფო კომისიაში შეიტანა განაცხადი. ამჟამად დედამიწის ორბიტაზე 4 000-ზე მეტი თანამგზავრია (აქტიური და პასიური).

15.  მისი წარმატების საიდუმლოება შხაპის მიღებაშია

როდესაც მასკს სთხოვეს ყოველდღიური ჩვევა დაესახელებინა, რომელიც ყველაზე დადებით გავლენას ახდენდა მის ცხოვრებაზე, მასკს სულაც არ უთქვამს, რასაც სავარაუდოდ უმრავლესობა იტყოდა − ადრე ადგომა, მადლიერების გამოხატვა, მედიტაცია და ა.შ. „შხაპის მიღება“, − განაცხადა მან.

16.  ის დარწმუნებულია, რომ კაცობრიობის არსებობას ყველაზე დიდ საფრთხეს ხელოვნური ინტელექტი  უქმნის

მასკი დიდი ეჭვით უყურებს ხელოვნურ ინტელექტს. ეშინია, რომ თუ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანებზე დიდი ძალაუფლება ექნება და ერთ დღეს მეტისმეტად ჭკვიანი გახდება, კაცობრიობის გადაშენებას გამოიწვევს.

მასკმა ინტერვიუს დროს განმარტა, რომ ტექნიკურად ეს არ არის რობოტი, რომელსაც შეუძლია ძალიან ძლიერი გახდეს, არამედ კომპიუტერის პროგრამაა − ალგორითმია. „ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ხელოვნურმა ინტელექტმა მისი შეჩერება ერთობლივად შეძლოს, თუ რაღაც ტიპის შეუკავებელი, სწრაფად მზარდი ალგორითმი მივიღეთ. მაგრამ ერთ დიდ ცენტრალიზებულ ხელოვნურ ინტელექტს ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს“.

17.  საკმაოდ ცუდი იუმორი აქვს

როდესაც იუმორზეა ლაპარაკი, მასკი საკმაოდ უწმაწურია. Tesla Model 3-სთვის თავდაპირველად ხუმრობით Model E-ს დარქმევა სურდა. „მინდოდა ავტომანქანები შემდეგი მოდელების ყოფილიყო S, E და X. სამწუხაროდ, სავაჭრო მარკა Ford-ის სარჩელის შემდეგ Model 3-ით მოუხდა დაკმაყოფილება.

18. მასკის დედა კოსმეტიკური ბრენდის სახე და ანტრეპრენერია

მასკის დედა − მეი, 69 წლის ასაკში კოსმეტიკურ ბრენდ CoverGirl-ის სახე გახდა. ეს არ ყოფილა მისი დებიუტი სამოდელო კარიერაში − ილონის დაბადებამდეც მოდელი იყო. მოდის საერთაშორისო ჟურნალების, როგორიცაა Clinique და Revlon ყდაზე ხშირად ხვდებოდა. 2013 წელს ბიონსეს სიმღერა Haunted-ის ვიდეორგოლშიც გადაიღეს.

ამ ოჯახს ანტრეპრენერობა ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. მეის მოდელის კარიერაც აქვს. გარდა ამისა, რეგისტრირებული დიეტოლოგი და ჯანსაღი ცხოვრების წესის ინსტრუქტორია, რომელსაც აგერ უკვე 45 წელიწადია კვების საკუთარი ბიზნესი აქვს.

19. ის მეტისმეტად გატაცებულია შვილების განათლებით

მასკი იმდენადაა გატაცებული შვილების განათლებით, რომ 2015 წელს კერძო სკოლაც კი გაუხსნა თავის ოჯახს და Ad Astra დაარქვა, ლათინურად −  „ვარსკვლავებისკენ“. ეს ზუსტად შეეფერება იმ ადამიანს, რომელიც მთელ თავის დროს კოსმოსზე ფიქრს ახმარს. როგორც ცნობილია, მოსწავლეებს ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის ოფისშიც უტარდებათ გაკვეთილები და შეფასების ტრადიციული ქულები არ აქვთ.

20.  მან ყველა დროის ყველაზე დიდი ხელფასი მიიღო

Tesla დიდად აფასებს თავის თანადამაარსებელსა და აღმასრულებელ დირექტორს.The New York Times-ის მონაცემებით, მასკის საკომპენსაციო პაკეტი, ანუ ხელფასი, დაზღვევა, ბონუსები, შეღავათები და ა.შ.  ელექტრომობილების კომპანიამ $2,3 მილიარდად შეაფასა. ეს მხოლოდ 2018 წლის კი არა, ყველა დროის ყველაზე დიდი ანაზღაურებაა.

წყარო: m2b.ge  entrepreneur.com

 

 

 

გავრცელებული ხმების მიხედვით ბიტკოინის დამაარსებელი სატოში ნაკამოტო იგივე ილონ მასკია. მასკმა ინფორმაცია ორაზროვნად უარყო, დამაარსებელი არ ვარ მაგრამ ადრე მეგობარმა გადმომირიცხა რამდენიმე ბიტკოინიო, რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

 

ილონ მასკს 2 ქორწინებიდან 6 შვილი ჰყავს, როცა კვირაში 100 საათს მუშაობდა დღეში 8 ქილა კოკა კოლას და რამდენიმე ფინჯან ყავას სვამდა, შემდეგ ეს რაოდენობა ცოტათი შეამცირა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ცდილობს, რომ ოჯახთან ერთად შაბათ-კვირა მაინც გაატაროს, ზოგჯერ ეს გამოსდის კიდეც.

 

მასკის ქონება ამჟამად $20 მლრდ-ს შეადგენს და მილიარდელების რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს. მისი რამდენი პროექტი გამართლდება ძნელი სათქმელია, მაგრამ მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად ნაწილიც საკმარისია.

 

Related Articles

Back to top button
Close