საზოგადოება

,,იმ სომხეთიდან ახალ სომხეთში მოვედით, გაუმარჯოს ახალ სომხეთს”- რა კავშირშია კუმურდოს ინციდენტი ამ სიტყვებთან?

,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში განვითარებულ მოვლენებს ცივი გონებით და სახელწიფოებრივი აზროვნებით უნდა ვუპასუხოთ. ფეისბუკიდან ლანძღვა,ან თბილისიდან მუშტების ქნევა საქმეს უფრო ავნებს,ვიდრე წაადგება.რეგიონის არაქართულ მოსახლეობასთან სერიოზული მუშაობაა საჭირო,მათ ცნობიერებაში ის აზრი,რომ აქაც სომხეთია მეცხრამეტე საუკუნიდან მომდინარეოს,გავიხსენოთ 1828 -1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომი,რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დაკავება და იქიდან ქართველი მაჰმადიანი მოსახლეობის გაძევება,სამაგიეროდ ოსმალეთიდან ერთგული სომხების ჩამოსახლება…
პირველ კოლონისტებს, 50 000- მდე ოჯახს ჯვრით მოუძღოდა ერზერუმის ეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი,რომელმაც ახალციხესა და ახალქალაქში როდესაც ახალმოსახლეთა ადგილები დაათვალიერა თანამემამულეებს ამ სიტყვებით მიმართა “ჩვენ იმ სომხეთიდან ახალ სომხეთში მოვედით, გაუმარჯოს ახალ სომხეთს”,აქედან მოყოლებული ამ ხალხს ასე ასწავლიდნენ,ამიტომ მათთვის გაუგებარია რას ედავებიან ქართველები,

   ნურც ის დაგვავიწყდება, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზის შესასვლელთან გენერალ პასკევიჩის რა შინაარსის წარწერა გამოფინეს – ,,უშიშრად დაეპატრონეთ ამ მიწებს, რუსეთის არმია დაგიცავთ თქვენ”.
ამ ინციდენტს გაღვივება კი არ სჭირდება, არამედ სერიოზული მიდგომა, სახელმწიფომ უნდა ჩართოს სომეხი საზოგადო მოღვაწეები,სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ამავე დროს საჭიროა სერიოზული მუშაობა, ადგილობრივი მოსახლეობის ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციისათვის.
სომხები და ქართველები ისტორიული მეზობლები ვართ და ჩვენს შორის დაპირისპირება ვის აწყობს ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება…
p.s. ურთიერთშეურაცხმყოფელი რეპლიკებით და გულზე მჯიღისცემით კიდევ უფრო დავშორდებით ერთმანეთს და ახალ ცხელ წერტილს მივიღებთ. ” _ აცხადებს ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close