საინტერესო

რამდენი ნაოჭი უნდა ჰქონდეს ხინკალს?

,,ხინკალი მზის კულტის პატივსაცემად მზადდებოდა- რას მივირთმევთ, რელიგიურ მისტიკას თუ ცხელ კერძს?"

ხინკლის კვლევისს შემხვდა 3 ვერსია: 19, 28 და 33!!!
1) 19 ნაოჭი – მთვარის 19 დღის სიმბოლოა და ასე უნდა იყოს – შენხვდა ეთნოლოგიაში! თამარ ასანიშვილი წერს, რომ 19 ნაოჭი იმიტომ, რომ მზე 19-ე სახლში დგას და ხინკალი მზეს ეწირებოდა;
2) 28 ნაოჭი : სავსე მთვარის რიცხვია და თვის სიმბოლოა; ეს მოსაზრება ფოლკლორში უხვადაა;
3) 33 ნაოჭი – ქრისტეს ასაკია – ანუ ქრისტიანობამ ქრისტეს ასაკს დაამთხვია ნაოჭები! ეს მოსაზრება შემხვდა 20-ე საუკუნის დასაწყისის ეთნოლოგ-ავტორთან!
და რას მივირთმევთ? რელიგიურ მისტიკას თუ ცხელ-ცხელ ხინკალს? ჩემს წიგნში წაიკითხავთ!
ვაჟა-ფშაველას აქვს ნიგვზისა და ნივრის ხინკლებზე ამბები…. გასტრონომიული კულტურის მუზეუმი – ამბების მუზეუმია.
ხინკალი გვყავს გადასარჩენი, ხალხო.
ეს არის უხსოვარი ფორმა და ასეთ კეთებას თაობები ხვეწავდნენ.
ნაქარგია ფაქტობრივად. ხელოვნების ნიმუში. მორწმუნე ადამიანების პატივისცემით მოხვეული ნაზი ნაქარგი.
ჩუქურთმაა – ხინკლის ჩუქურთმა!!!
და ჰგავს ამ ფორმის შემკვრელი ტაძრების მეჩუქურთმეს(ხინკლის რელიგიაზე და მითოლოგიაზე ცალკე გიამბობთ, ახლა ერთი ოჯახის რეცეპტი)
ფარშში მთიულები მხოლოდ ხახვს,წიწაკას და მარილს ამატებენ და წყლით ათხელებენ;
მოხევეები და თუშები ამ ყველაფერს კვლიავს ამატებენ!!! კვლიავი არ არისო ძირა, როგორც ბევრი წერს ხოლმეო – მიხსნის ჩემი მთხრობელი ნანა აფციაური – კვლიავი არის მთის ქონდარი, ძველად ამბობდნენ,ხოლმე: წავიდეთ,ქონდარაი მოვიკვლიოთო,აქედანაა სახელი კვლიავიო…
რაც დრო გადის, ვხვდები – რომ გასტრონომიულ კულტურაში მთავარი – ადამიანია!!!
კულტურაში ზოგადად არის მთავარი – ადამიანი, კულტურა შექმნა ადამიანმა ადამიანებისთვის და ადამიანობისთვის.
მაგრამ გასტრონომიაში რეცეპტებზე მთავარია – ადამიანი. გემოს და სუნის სუბიექტურობა ხდის ადამიანს მთავარს კვების კულტურაში და მე კიდევ უფრო მეტის თქმა მინდა – ყველა რეცეპტში ვხედავ ადამიანს, მის ოჯახს, მის წინაპრებს.
მთხრობელი ნანა აფციაური: მე და ჩემს ოჯახს მოგვწონს 1 კგ ფარშზე 2-3 თავი ხახვი,ორი- სამი კბილი ნიორი,დაღერღილი წიწაკა,მარილი და კვლიავი ნახევარი ჩაის კოვზზე ოდნავ ნაკლები.ცივი წყლით ვათხელებთ.ფარში ძროხის და ღორი ხორცის თანაბარი რაოდენობა,ან ძროხა მეტი,თუ ღორის ხორცი მსუქანია.
დაუკვირდით ფრაზას: “მე და ჩემს ოჯახს მოგვწონს”!!! ეს ფრაზა ინდივუდუალობის ზეიმია. ყველა ოჯახს საკუთარი გემო აქვს. გასტრონომიული კულტურა – სუბიექტური კულტურაა!!!
ნანა აფციაური: “ქალბატონო ესმა, მე სულ ვკითხულობ თქვენს კვლევებს, რეცეპტებს,ისტორიებს და აღფრთოვანებული ვარ. მთიულების და აფციაურების ჯგუფშიც დავწერე,იქნებ, კიდევ რამე საინტერესო ინფორმაციით დაგეხმაროთ. გულს მიკლავს ზოგიერთი კულინარის აზრების ფრქვევა მონღოლურ წარმოშობასთან დაკავშირებით”!
დიდი მადლობა ნანა ამ სიტყვებისთვის და დახმარებისთვის!!! ჩვენ ყველამ ერთად დაწვრილებით უნდა გამოვიკვლიოთ ქართული გემოვნების კოდი – მთავარი საიდუმლო!!!
ნანა აფციაური, მთხრობელი, 2022 წელი, 31 იანვარი: “ბულაჩაურში დავიბადე და გავიზარდე.მთიული მყავდა ყველა დედის და მამის მხრიდან. დედა იყო ანანურიდან,ზოტიკიშვილის ქალი გახლდათ, ყოფილი აზნაურის ოჯახიდან. მამა- გუდამაყრიდან გადმოსახლებული სოფ.ლაფანაანთკარში. მამაჩემის დედა სოფიო ბებო იყო სოფ. ჭართლიდან გოგიშვილი და პირველი ხინკლის მოხვევა მან მანდო და მასწავლა – 5-6 წლის ვიქნებოდი. ისეთ ლამაზებს ახვევდა თვითონაც. საერთოდ ოჯახში როცა ხინკალი კეთდებოდა და ეს ყველა დღესასწაულზე ხდებოდა, მთელი ოჯახი ვმონაწილეობდით. ჯერ ცომების გაბრტყელება მანდეს, მერე რომ ნახეს, არ იშლებოდა ჩემი მოხვეული სულ ვახვევდი. ცომს აუცილებლად დედაჩემი ზელდა. პირველი დამოუკიდებელი ხინკალი თავიდან ბოლომდე,თანამშრომლებთან გავაკეთე, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ”.
ბებოს – ჭართლელი სოფიო გოგეშვილის ტრადიცია დღემდე გრძელდება ნანა აფციაურის სახლში.
გასტრონომიული კულტურა – უწყვეტობაა. წინარე ქართველები ასე სათუთად გადასცემდნენ. შთამომავლობას!!!
უწყვეტობის ამბავია სიცოცხლე…
ადამიანების და გემოების სიცოცხლეც…
ლოცვაც და გემოც მხოლოდ სიცოცხლისთვის უნდოდა ადამიანს.
გასტრონომიული კულტურა სიცოცხლის კულტურაა” _ წერს ჟურნალისტი და მკვლევარი ესმა კუნჭულია.
თამარ ასანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: ხინკლის 19 ნაოჭიანი კავშირშია მზესთან, 19 მზის რიცხვია და ამიტომაც დგას მეცხრამეტე ნომრად ასო ნიშანი რ ა ე , ანუ მზის სახელი. ქართული უძველესი , საკრალური კერძია ხინკალი, რომელიც მზის კულტის პატივსაცემად მზადდებოდა. არც მთავრე და არც იესო მასთან არ არის კავშირში.
რაე მზის ღმერთია ეგვიპტურ მითოლოგიაში

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close