პოლიტიკა

,,ოცნებას მსოფლიოში ერთადერთი პარტიაა, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაუსახელებია და უკვე გამარჯვებულად აცხადებენ”

,,ე.წ ქართული ოცნება ერთადერთი პარტიაა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი არც კი დაუსახელებია და უკვე გამარჯვებულად აცხადებენ” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

სეგახსენებთ, რომ პარლამენტის ტავმჯდომარის, ქარტული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული კანდიდატი 20 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.

„აქ ვარ მე და აქ – თქვენ. გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ადგილზე ვერც ერთი კანდიდატი 20 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს და შეგიძლიათ განსაზღვროთ, ჩვენ ველოდებით სხვას თუ სხვა გველოდება, ჩვენ. ის პარტია ვართ, ვინც არჩევნებზე გარანტიით ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და დიდი უპირატესობა გვექნება მეორე და მესამე კანდიდატებთან შედარებით. არავის არ ველოდებით, ჩვენ უნდა დაგველოდონ სხვები და როგორც ჩანს, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი და გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენას არანაირად არ ახდენს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close