საზოგადოება

ნინო მეტრეველი: არავინ გაბედოთ ჩემთვის წილხვედრობის, ამ სიბნელის დღის მოლოცვა

,, წილხვედრობის, თუ წილხვდომობის დღის აღსანიშნავ ზეიმზე სახელმწიფო რომ გვგონია, ის კანტორა, 900 ათას ლარს დახარჯავს კონცერტებში, ლექციებში, დაბეჭდავს 150 ათას პროპაგანდისტულ ბროშურას და შეიძენს ამდენივე ხატს, რომელსაც ალბათ, ჩვენ დაგვირიგებს, რომ უფრო დაგვაბნელონ, უფლის სახელით, ვერ გავიგოთ და ვერ გავბედოთ თქმა, როგორ უნამუსოდ, უსაქმურად თქვლეფენ ჩვენს ფულს!
ქვეყანაში სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან, გვაბოლებენ, საქართველო ღვთისმშობლის ქვეყანაა, ამიტომ ყველაფერს გაუძლებთ, მაგრამ მილიონლარიანი ზეიმის გარეშე არ გამოვა ეგ ამბავიო! და თან სახარებაში წერიაო, გვარწმუნებენ ეს ქოცბნელები!
დიდი უკუნია ქვეყანაში და კიდევ უფრო დაუკუნებას ცდილობენ. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ სიბნელეში ბევრად მეტს მოიპარავენ ეს დედაატირებული ერის და ბერის კაცები!
სახარებაში წილხვდომობაზე კი არ წერია, ქრისტემ რომ დახლები ააყირავა, მამაჩემის სახლი სავაჭრო სახლად გიქცევიათო და ყველგან პირველ რიგში მჯდომარე, ფოჩიანი სამოსით მოგოგმანე ფარისევლებს ებრძოდა, ის წერია!
არავინ გაბედოთ, პირადად ჩემთვის ამ სიბნელის დღის მოლოცვა. ის 150 ათასი ხატის მადლი დაგვიფარავს მეც, მშიერ ხალხსაც და დაქცეულ ქვეყანასაც, ესენი რომ კონვეირულად დაბეჭდავენ, მშიერი ბავშვების ფულით!
დაგემსხვრათ, ეგ პროპაგანდისტული მანქანა, ბრუნო რომ დაწვა კოცონზე უფლის სახელით და დღეს საღ აზრს და სამშობლოს გვიწვავთ, თქვენ რომ თბილად ისხდეთ, იმისთვის, თქვე მართლა ბნელებო!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close