საინტერესო

ნიკიტა ხრუშჩოვი და ხინკალი- რატომ შეუწყვიტეს საქართველოს ფქვილის მიწოდება

,,რატომაა სომხეთის გერბზე არარატის მთა გამოსახული?" _ სტალინის ოხუნჯობა

ნიკიტა ხრუშოვს საქართველოში ერთერთი ვიზიტის დროს, როდესაც სუფრაზე ხინკალი მიართვეს, აუხსნეს, რომ კუჭის შეჭმა არ იყო აუცილებელი. როცა გაიგო, რომ კუჭები ნაგავში იყრებოდა, ხრუშოვმა იქვე მდგარ თავის თანაშემწეს კონფიდენციალური დავალება მისცა. ცოტა ხნის შემდეგ თანაშემწემ მას წარუდგინა “ეკონომიკური” გაანგარიშების შედეგი და აღმოჩნდა, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით 250 მილიონი ხინკალი იჭმებოდა.  ნაგავში გადაყრილი კუჭების საერთო წონა კი 1 მილიონ კილოგრამს აღემატებოდა. აღნიშნული ფაქტის გამო საქართველოს შეუმცირდა ფქვილის მიწოდება.

ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ს ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ჰყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. მიღებაზე მყოფმა სსრკ-ს საგარეო საქ-მეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს. როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი. – ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ? რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა? – ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარგვიდგინონ. – და თუ წარგვიდგინეს? – მაშინ ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას. – ჩავთვალოთ გააცოცხლა, მერე? – მერე ის, რომ ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა, რაკეტას გაასწრებ!

ერთხელ ერთ-ერთმა კორესპონდენტმა სტალინს ჰკითხა: “რატომაა სომხეთის გერბზე არარატის მთა გამოსახული?ის ხომ სომხეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება”. სტალინმა უპასუხა:”თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული და არც მთვარე იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე.

კენედის სახელობის აეროპორტში ჟურნალისტი ატარებს გამოკითხვას თემაზე: “თქვენი აზრით რა არის ყველაზე დიდი საშინელება სამყაროში?”

ადამიანები სხვადასხვა პასუხებს იძლევიან: ომი, სიღარიბე, ღალატი, ავადმყოფობა…

იქვე სკამზე ერთი ძენ ბუდისტი – სუნგ სანი იჯდა. ჟურნალისტმა, როგორც კი ბუდისტური სამოსი დაინახა, მაშინვე მისკენ გაემართა, მიუახლოვდა მას და ჰკითხა: თქვენი აზრით რა არის სამყაროში ყველაზე დიდი საშინელება?

ბერმა თბილად შეხედა ჟურნალისტს და შემხვედრი კითხვა დაუსვა მას?

– თქვენ ვინ ხართ?
– მე ჯონ სმიტი ვარ. – უპასუხა ჟურნალისტმა.
– არა, ეს თქვენი სახელია, მე გკითხეთ – ვინ ხართ თქვენ?
– მე CNN-ის ტელერეპორტიორი ვარ, – მიუგო ჟურნალისტმა.
– არა, ეს თქვენი პროფესიაა, მე გეკითხებით – ვინ ხართ თქვენ?
– ბოლოს და ბოლოს მე ადამიანი ვარ, მიუგო დაბნეულმა ჟურნალისტმა!
– არა, მე არ დავინტერესებულვარ თქვენი ბიოლოგიური სახეობით, – მე გეკითხებით ვინ ხართ თქვენ?
როგორც იქნა მიხვდა ჟურნალისტი, თუ რას გულისხმობდა ძენ ბუდისტი და არაფრისმთქმელი თვალებით, პირდაღებული ადგილზე გაშეშდა, რადგანაც მას არ გააჩნდა ამ კითხვაზე პასუხი.
მცირე პაუზის შემდეგ, ბერმა მიუგო:
– აი, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი საშინელება – ცხოვრობდე და წარმოდგენაც კი არ გქონდეს, თუ ვინ ხარ!

ბაკურ გელაშვილი, ისტორიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close