საზოგადოება
ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილის facebook-ის გვერდზე გავრცელდა
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აცნობა.
სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას
NBA- ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
![Photo of “გვაქვს სამწუხარო ინფორმაცია, 4 წლის ალექსანდრე ჯიხაძეს უსახსრობის გამო ოპერაცია ვერ გაუკეთდება” [ვიდეო]](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/23634850_1662277607136435_1535904507_n-e1510655632872.jpg)

