საზოგადოება

ნორჩი, თვითნასწავლი  მხატვარის  დიდი აღიარება

17 წლის  უნიჭიერესი თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, თეკლა მელაძე, 1 ივლისს გახსნილ  ვენეციის 58 -ე ბიენალეზეა მიწვეული,  სადაც მისი პერსონალური გამოფენა გაიმართება. გოგონა საკუთარ განუმეორებელ შემოქმედებას წარადგენს ერთ-ერთ წარმოჩინებულ სახელოვნებო ფორუმზე.

ეს არის დიდი გარღვევაა, ნორჩი ხელოვანის უდიდესი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე,

ჩემი სურვილია მსოფლიოს გავაცნო ახალი სახელოვნებო მიმდინარეობა „მონოტონიზმი“, რაც მნიშვნელოვანია, ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი მხატვრისთვის, რომელიც ვარ ავტორი და როგორც ქართველი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს წარადგინოს საქართველო, როგორც ამ მიმდინარეობის დაბადების ადგილი, ასეც დავარქვი ჩემს გამოფენას ვენეციაში „საქართველო ოქროს საწმისის სამშობლო“. – აცხადებს ნორჩი მხატვარი.

“პროექტ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ავტორთა ჯგუფი, “ქართული ერთობის დარბაზი” წარმატებას ვუსურვებთ თეკლა მელაძეს. გვეამაყება,  რომ მისი ნახატი “გახლეჩილი ბროწეული” ერთხმად ავირჩიეთ წიგნ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გარეკანის სიმბოლოდ. მოგვიანებით კი   პროექტ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის ემბლემად.

დარწმუნებული ვართ,  ნორჩ მხატვარს წინ კიდევ მრავალი დიდი გამარჯვება და აღიარება ელის.

პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის

პრეს-ცენტრი

2.07.2019წ

 

Related Articles

Back to top button
Close