საზოგადოება

ნინო ლომჯარია: კიდევ ერთხელ ვერ შევძელით, დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი:

_ 15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა… ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას… ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით.

შეგახსენებთ, რომ დღეს გარდაიცვალა მოზაედი, ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

Related Articles

Back to top button
Close