პოლიტიკა
მალხაზ ბეგიაშვილი წნორის მოსახლეობას შეხვდა
„24-საათიანი წყალმომარაგების გამოწვევა წარმატებით დაიძლია, ვცდილობთ, აქტიურად განვავითაროთ სპორტული და რეკრეაციული სივრცეები“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მიხეილ კუტიბაშვილთან ერთად წნორის უბნებში მოსახლეობას შეხვდა.
.
_ ჩვენმა გუნდმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონოდა და უკვე წლებია, ეს გამოწვევა წარმატებით დაიძლია. ასევე, გამოწვევაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომლის დიდი ნაწილი უკვე განვახორციელეთ და კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ვცდილობთ, აქტიურად განვავითაროთ სპორტული და რეკრეაციული სივრცეები. ამ მხრივაც გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში შევასხამთ ხორცს, _ აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა მოსახლეობისთან შეხვედრისას.