პოლიტიკა

,,დავით სერგეენკოს განცხადება არის დანაშაულებრივი”

,,დავით სერგეენკოს განცხადება, რომ არავითარი მცოცავი ოკუპაცია არ ხდება და ეს არის საზღვრების დადგენა, რომელიც 2008 წელს დაიწყო, არის დანაშაულებრივი. ეს კიდევ უფრო აქეზებს და უბიძგებს რუსეთს მსგავსი ქმედებებისაკენ და მთლიანად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელიც სულ ახლახან კიდევ ერთხელ იყო მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს. ასეთი განცხადებები ფაქტობრივად ამხელენ ხელისუფლებაში არსებულ ფარულ განწყობილებებს. მმართველი გუნდი შიდა პოლიტიკური ბრძოლაში იყენებს ამორალურ ხერხებს, რაც უკიდურესად აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაგმოს ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და უნდა გაემიჯნოს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება, როგორც მთავრობის საერთო პოზიცია, მოსალოდნელი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგებითურთ” _ აცხადებს რომან გოცირიძე. სერგეენკოს განცხადებას ეხმიანება თენგიზ გუნავაც.

,,სწორედ მსგავსი განცახდებები არის რუსეთისადმი მაამებლური პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ღიად ხაზსუსვამენ და გმობენ შენი ქვეყანის ოკუპაციას, შენ კი მთავრობის წევრი გამოდიხარ ამ სამარცხვინო განცხადებით, მეტყველებს ერთ რამეზე, ან ბრიყვი ხარ ან შეგნებულად გინდა დააზიანო ქვეყნის ეროვნული ინტერესები!” _ წერს იგი.

   შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის მიერ საქართველოს ტეროტორიების შემოღობვასთან დაკავშირებით განაცხადა: ,, რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის, ეს არის იმ ფარგლების, იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close