საზოგადოება

,,საქართველოში ბავშვის პამპერსს არ უნდა რეცხავდნენ, არა!!!!_ ექსკლუზიური ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან

საქართველოში პამპერსს არ უნდა რეცხავდნენ, არა!!!!

ექსკლუზიური ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი -ძლიერი სახელმწიფოს ” დამფუძნებელთან, ლალი მოროშკინასთან.

  _ ქალბატონო ლალი, როდის დაფუძნდა თქვენი ორგანიზაცია?

_  ქალთა ორგანიზაცია2015 წელს დაფუძნდა. ბორდის წევრები არიან: ნათია შათირიშვილი( ბი-დი-სი აკადემიის რექტორი) მარინა სალუქვაძე ( ZMG ART -ის დამფუძნებელი) ნანა გოჩელაშვილი ადვოკატი (საადვოკატო ბიურო ხაჩიძე-გოჩელაშვილის პარტნიორი) მაია ბარათაშვილი( თბილისის მერიის ბიგბენდის სოლისტი) ქეთევან ნეფარიძე( იაპონური სახლის დამფუძნებელი) მოვასწარით ორი ყრილობა მოგვეწვია, სადაც 5000-5000 ქალბატონო მონაწილეობდა.

 _ საინტერესოა, რატომ არ გარდაიქმენით პოლიტიკურ პარტიად, ასეთი მსხვილი ქალთა გაერთიანება, ფრიად საშურია საქართველოში?

_ იმიტომ, რომ ვიღაც მაინც უნდა დარჩეს მაკონტროლებლად. ყველა თუ პარტიაში და პარლამენტში გადანაწილდა, საზოგადოებრივი დატვირთვა ვინ იტვირთოს?

_ რას მოიცავს “ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს” საქმიანობა?

_ ყველაფერს! იურიდიულო კონსულტაციებიდან დაწყებული, ჰუმანიტარული ტვირთებით დამთავრებული. ასევე უფასო ლექციები, მასტერკლასები, კონცერტები, სხვადასხვა სახის აქტივობა.

   _ ლანჩხუთი-ჩოხატაურის აქცია როდის დაიგეგმა?

_ ლანჩხუთს ყავს საოცატი საკრებულოს წევრი, ციცი ჩხაიძე, მასთან გენდერულ საკითხებთან მიმართებაშიც გვითანამშრომლია.მოგვაწოდა ინფორმაცია ოცდაათამდე უკიდურესად გაჭირვებულ ბავშვზე, რომელსაც არც ჩასაცმელი, არც საჭმელი არ აქვთ… დაიწყო ჩვენი ბორდის წევრების და სამეგობროს “ჯიბეების ამოტრიალება”. ვურეკავდით უახლოეს მეგობრებს და ვუზიარებდით ინფორმაციას. მოვახერხეთ ხუთი ათასი ლარის მობილიზაცია, რითიც ტანსაცმელი, საკვები და პამპერსები შევიძინეთ. ასევე ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით და ეთერზეთებით აღვიჭურვეთ.

   _ პამპერსები? ანუ მცირეწლოვან ბავშვებსაც დაეხმარეთ?

_ და არა მხოლოდ! სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ დღეს12-15 წლამდე შშმ პირებს ყველაზე ძალიან პამპერსები უჭირთ!!!სირცხვილია, როდესაც მათ მეურვეებს პამპერსების რეცხვა უწევთ!!! ეს დაუშვებელია!!! აქვე მინდა ვთქვა, რომ არცერთი აფთიაქი არ ჩაერთო ამ ჰუმანიტარულ მარათონში! მხოლოდ ერთმანეთის იმედათ დავრჩით, თუმცა ეს არახალია!! ამიტომაც ჩვენი ბორდის გარდა: ნათია შათირიშვილი მარინა სალუქვაძე მაია ბარათაშვილი, ნანა გოჩელაშვილი, ქეთევან ნეფარიძე, გვერდში ამოგვიდგნენე: ქეთი კაკაბაძე,(ექიმი) თამუნა წულუკიძე,(ბიზნესმენი) კატო წივწივაძე.(დიზაინერი) ირაკლი ბოქოლიშვილი, (ბიზნესმენი)ნელი ვარდიაშვილი(ჟურანლისტი) უკვე ნაყიდი გვქონდა პროდუქტი, როდესაც ვესაუბრეთ გურია ნიუსს, და მის დამფუძნებელს, ია მამალაძეს, რომელმაც ჩოხატაურის მკვიდრის, სიფრიფანა, ლამაზი გოგოს ტრაგედიის ამბავი გვამცნო, რომელიც დახმარებას საჭიროებს და ამჟამად ბათუმის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაშია. ცხადია, რაც შეგვიძლია, ფულადი დახმარება გადავრიცხეთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია….

  _ დღეს ფერიცვალებაა, ალბათ დაამთხვიეთ თქვენი ჰუმანიტარული ექსპედიცია ამ თარიღს…

_ მე მჯერა სასწაულების, მჯერა, რომ ამ დღეს კეთილი საქმით გამთბარი გულები, აუცილებლად სხვა კეთილ საქმეებსაც გაგვაკეთებინებენ. ფერი ვიცვალოთ სიკეთისკენ.

Related Articles

Back to top button
Close