ისრაელელი ტყვეების მძიმე ისტორიები
„მათ სისხლის ანალიზებში იყო ისეთი რამ, რაც ჩვენთვის დღემდე ამოუხსნელია“ - რას ყვებიან ექიმები

მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ისრაელისკენ არის მიმართული. „ჰამასმა” ცოტა ხნის წინ ორწლიანი ტყვეობის შემდეგ 20 მძევალი გაათავისუფლა. ისინი რეაბილიტაციისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე გათავისუფლებული ტყვეები კი უკვე გადიან რეაბილიტაციას, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მედპერსონალს ყიფილი ტყვეების უმძიმესი ისტორიების მოსმენა უწევთ.
„მათ სისხლის ანალიზებში იყო ისეთი რამ, რაც ჩვენთვის დღემდე ამოუხსნელია“, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი, შტეინმანი.
გაირკვა ისიც, რომ ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირების შემდეგ გამოვლინდეს. „ორგანიზმს ახსოვს, რა გაუკეთეს ტყვეობაში. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ პაციენტებთან და ყოველ კვირას ახალ რაღაცებს ვპოულობთ“, – განმარტავს შტაინმანი.
კარინა შვარცი რაბინის ცენტრის სოციალური მუშაობის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მისი ექსპერტიზა გადამწყვეტია არა მხოლოდ ყოფილი მძევლებისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვისაც. შვარცის თქმით, ოჯახებმა უნდა გადააფასონ თავიანთი ოჯახური ცხოვრება, გაიგონ, რაზე და როდის ისაუბრონ…
„ოთახში ვსხედვართ და პაციენტი ტყვეობაში გადატანილ მძიმე ისტორიას გვიყვება. ჩვენ კი ჩუმად ვართ. და ეს ძალიან ყრუ სიჩუმეა… თუმცა, საუბრის აჩქარება საჭირო არ არის: ჩვენ არ შეგვიძლია ორი წლის ისტორიის ერთ კვირაში მოყოლა. მძევლებს სივრცე სჭირდებათ, მათ დრო სჭირდებათ. მათ სიჩუმე სჭირდებათ. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათ“, – , – განმარტავს შვარცი.
ამბები.ჯი