საზოგადოება

2001 წელს დაბადებული მკვლელი…! რომლებსაც ალბათ ასე ასწავლეს მშობლებმა…”

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

“დღეს პირველად შემეშინდა, როგორც მამას და მომავალ მამას! მე შეიძლება ყველაფერი გავაკეთო, ჩემი შვილების საღად მოაზროვნე, ტოლერანტ და მშვიდობიან ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის და ასეთებიც იქნებიან, მაგრამ…

რა ვუშველო და რით დავიცვა ისინი სადისტი, მოძალადე, მკვლელი პატარა მონსტრებისგან!

რომლებსაც ალბათ ასე ასწავლეს მშობლებმა:

– პოლიცია ძაღლობაა, მათთან დარეკვა ბოზობა – კაცი ხარ და მუშტით უნდა მოაგვარო!

– დაგარტყამენ და ორჯერ მტკივნეულად დაარტყი!

– ბიჭი ხარ, ცემ, შენც გაილახები, სხვა კი არაფერია კაცობა!

– ყოჩაღ მამა, ეგრე უნდა დაულეწო კბილები

მე მჯერა, რომ მონსტრად არავინ იბადება. და მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი მხრიდან სწორი აღზრდა დაიცავს ადამიანებს. და ვიმედოვნებ, გადაშენდება ეს იდიოტი და მკვლელი მენტალიტეტი!!!!

2001 წელს დაბადებული მკვლელი, 2001, 2001, 2001!!!!! არ ამოდის თავიდან..!!“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close