საზოგადოება

“იმ საზოგადოების საყურადღებოდ ვინც თვლის, რომ ქართული მარში დაიშალა!” _ კორკოტაშვილის მიმართვა

“ქართული მარშის” დაშლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

“იმ საზოგადოების საყურადღებოდ ვინც თვლის, რომ ქართული მარში დაიშალა!

ქართული მარში ცოცხალი ორგანიზმია და შიგნით აზრთა სხვადასხვაობები შეიძლება სულ იყოს, მაგრამ ეს არაა არც დაშლის არც ჭორაობის საბაბი. ჩვენ საქმიანობას არავის არც ვატენით და არც ვამადლით, ჩვენ მხოლოდ მოვუწოდებთ. ჩემ ძმას სანდრიკას ემოციურად ამოხეთქა, ამოხეთქა გულის ტკივილი და გასაკვირიც არაა თითქოს მარტო მარშის საქმე იყო რასაც ვაკეთებთ, დანარჩენი მასა სახლში რომ ზის და ცხვირში თითებ შეყოფილი ფილოსოფოსობს, ჩვენ ავად თუ კარგად რაღაცას ვცდილობთ მაინც. იმ ხალხის მიკვირს “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირად” რომ მიაჩნიათ რაც გარშემო ხდება მარტო “სვეტსკად” რომ აფასებს.

დაიწყეთ უფრო ინტელექტუალურ ეროვნული მოძრაობა და ვინც არ დაგიდგეთ უბრალო მეომრად ის იყოს უსვინდისო, მაგრამ არც ტრაკი გაქვთ მაგისი და მარტო ცუდის ძიებაში ხართ!
ორშაბათამდე ჩვენ ჩამოვყალიბდებით და არა მგონია ვერ გაუგოთ გუნდმა ერთმანეთს
ყველას აქვს სუსტი წერტილები ქართულ მარში უფრო დაიხვეწება და უფრო ძლიერი ნაბიჟებით ივლის სიმართლისაკენ”, – წერს კორკოტაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close