ვიდეო

თელაველმა ოპოზიციონერებმა საპროტესტო აქცია პროკურატურასთან გამართეს

თელავში, ოპოზიციის საპროტესტო კარავში, ავტომანქანის შევარდნის გამო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია თელავის პროკურატურასთან გამართეს და დანმაშავე მძღოლის დასჯა მოითხოვეს. როგორც ცნობილია, ავტომანქანის მძღოლის იდენთიფიკაციას პოლიცია ამ დრომდე ვერ ახდენს.

,,ამჯერად საპროტესტო აქციას ვმართავთ თელავის პროკურატურასთან, სადაც მოვითხოვთ 1 იანვრის ტერორისტული აქტის მიმართებაში დაწყებული გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ტერორისტული აქტის ფაქტზე და ასევე ვითხოვთ, რომ დაზარალებული პირების სტატუსი მიენიჭოთ იმ მოქალაქეებს რომლებიც იმყოფებოდნენ კარავში ტერორისტული თავდასხმის მომენტში, რათა მოგვეცეს გამოძიების მასალებზე წვდომის უფლება” _ წერს დავით ნებიერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და აქციის ვიდეოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 1 იანვარს, თელავის ცენტრში, ოპოზიციის მიერ მოწყობილ საპროტესტო კარავში ავტომანქანა შევარდა. კარავთან რომ არ ყოფილიყო დამაგრებული რკინა, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ კარავში, ძალიან ცუდი ახალი წელი გაუთენდებოდათ. როგორც ოპოზიცია აცხადებს, პოლიციისთვის ცნობილია ავტომანქანის სანომრე ნიშნები თუმცა, ყველას გასაკვვირად, მძღოლის იდენთიფიცირება ვერ ხერხდება. პროკურატურასთან გამართული აქციაც, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.

Related Articles

Back to top button
Close