მსოფლიო

,,თურქეთმა ეკონომიკური უკუსვლა დაიწყო_ ლირა უფასურდება”

,,რა შეიძლება დაემართოს საქართველოს ეკონომიკას დასავლური სანქციების შემდეგ?"

თურქული ლირა ბოლო 24 საათში დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა და ეს ძალიან სერიოზული ვარდნაა თურქეთის ეკონომიკისთვის.
ეს სიტუაცია კი აუცილებლად უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც – შემცირდება თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამომუშავებული და გადმორიცხული თანხები, იკლებს თურქული ინვესტიციები და ტურისტები.
მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო სხვა ფაქტორია დამაფიქრებელი: თურქეთის ეკონომიკური უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც ანკარამ დაიწყო დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება, რასაც მოჰყვა დასავლური ინვესტიციების გადინება, დასავლური პროექტების გაყინვა, სანქციების დაწესება და ა.შ.
შედეგად თურქეთის ეკონომიკა თითქმის განახევრდა (1 ტრილიონი აშშ დოლარიდან ჩამოვიდა და გახდა 652 მლრდ აშშ დოლარი), ასევე საგრძნობლად შემცირდა რიგითი მოქალაქეების შემოსავალი, გაუფასურდა თურქული ლირა, გაიზარდა უმუშევრობის დონე და ა.შ.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არ ჩანს გამოსავალი ანუ ვარდნა გაგრძელდება. რა შედეგები მოყვება ამ ყველაფერს, ეგ ცალკე საკითხია.
ქართველებს კი ამოცანა გვეკითხება: თუ ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც თურქეთია, ვერ უძლებს დასავლეთისგან დისტანცირებას და ყოველდღიურად უკან მიდის, რა შეიძლება დაემართოს საქართველოსა და მის ეკონომიკას?
ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close