პოლიტიკა

,,პოლიტიკურად უნდა დავმარხოთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელსაც ჩვენი შვილები ფეხებზე ჰკიდია”

შალვა ნათელაშვილმა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიის გამო მთელ საქართველოს მიუსამძიმრა დაა ქვეყანაში არშებული მძიმე ყოფისთვის პასუხის ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მოსთხოვა. მან, ასევე მკაცრად გააკრიტიკა პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

 შალვა ნათელაშვილი:

_ მთელი ქვეყანა საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა. ბაღდათში ამოიბუგა ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, ფეხმძიმე დედა, ბებია და ეს არის ამ რეჟიმის, ამ ხელისუფლების უსულობის, უგულობის, მომხვეჭველობის, არადამიანურობის შედეგი. ეს საშინელი პრეცედენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საშიშია ჩვენი ხალხის სოცოცხლის და ფიზიკური არსებობისთვის ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ადამიანები არაფრად მიაჩნია, გარდა საკუთარი მიზნის მიღწევის საშულების. როგორც კი შეიცვლება ეს ხელისუფლება რამდენიმე თვეში, უპირველესად, მოხდება საბინაო ფონდის შექმნა, რათა არაცერთი უსახლკარო, განსაკუთრებით მრავალშვილიანი არ იყო ღია ცის ქვეშ, ან არ ამოიწვას ავარიულ შენობაში და დაწესდება საჯაროს სკოლებში უფასო საბიუჯეტიო კვება, ყველა ბავშვზე.

სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ჩვენი ხალხის გადარჩენა და გადარჩენა ამ რეჟიმის შეცვლით უნდა დავიწყოთ. აღშფოთებულია მთელი ქვეყანა, იმავდროულად, გულქვა ხელისუფლების რეაქციით, ამ საშინელ ტრაგედიაზე. დეპუტატმა, კიტოვან- მხედრიონის ენერგეტიკის მინისტრმა, ამჯერად გაბიძინისტებულმა არველაძემ გულქვად განაცხადა, რომ საქართველოში არ შიმშილობს არცერთი ბავშვი და რომ ეს არის ოპოზიციის მოგონილი ტყუილი. ასეთ ადამიანს ჰქვია უზნეო, ხარბი ძაღლი და ის არ უნდა მოხვდეს ხელისუფლებაში. ასეთი ხალხით არის სავსე ხელისუფლება და როცა ეს ხალხი წავა, მერე აღარ დაგვეწვებიან შვილები, მერე აღარ გავექცევა მომავალი თაობა ქვეყნიდან და მერე იქნება ამომავლი მზე ჩვენი მომავლისათვის. მანამდე, სანამ ესენი ხრავენ ჩვენ ბიუჯეტს, ეს ტრაგედიები გაგრძელდება. მთელი საახალწლო დღესასწაულები მე და ჩემი პარტია დავდიოდით უსახლკაროებთან, ასეთები უამრავია და ამ ძუნწმა მომხვეჭველმა ოლიგარქმა ისიც არ ქნა, რომ საბინაო ფონდი შეექმნა. ისიც არ ქნა ამ ყაჩაღმა, ავტოგოლების სპეციალისტმა კალაძემ, რომ კორპუსის ასაშენებლად გაცემული ნებართვის სანაცვლოდ, რომელიც მათი ბიზნესია და იქ ბინებს ირანელები და არაბები ყიდულობენ, ერთი სართული მოითხოვოს საბინაო ფონდისთვის, რათა შეუშვან იქ უსახლკაროები არა საკუთრების უფლებით, არამედ სანამ ბინას შეიძენენ რომ იქ დაზარდონ ბავშვები.

საბინაო ფონდები მოქმებეს ყველა ნორმალური ქვეყანაში. რამდენი ხანია ვაწესებთ საკითხს, რომ ბავშვებზე უფასო კვება დაწესდეს, როგორც ეს ხდება ამერიკაში, საფრანგეთში, რუსეთში, ბრიტანეთში. რა უნდა ისწავლოს მშიერმა ბავშვმა? იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს ბაღდათის ტრაგედიები, აღარ მოიკლან ბავშვებმა შიმშილის გამო თავი, არა დაიღუპონ ჯართის შეგროვებისას, პოლიტიკურად უნდა დავმარხოთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელსაც ჩვენი შვილები ფეხებზე ჰკიდიათ და ამისთვის მთელი საქართველო უნდა დავირაზმოთ. დიდი სამძიმარი დაღუპულთა ახლობელებს და სრულიად საქართველოს. ეს მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა.

Related Articles

Back to top button
Close