
„მერწმუნეთ, არის ძალიან ფაფუკი და უგემრიელესი“ – წერს ნათია თენაძე და ნამცხვარ „ზღაპრის“ რეცეპტს გვიზიარებს.
.
„ინგრედიენტები:
3 ცალი კვერცხი
300 გრ შაქარი
300 მლ რძე
5 ს.კ. თაფლი
2 ჩ.კ. სოდა (სავსე)
150 გრ კარაქი
700-800 გრ ფქვილი (პლუს-მინუს)
მწიკვი.მარილი
10 ს.კ. კაკაო (მუქი)
მომზადება:
შეარჩიეთ სქელძირიანი ქვაბი და რაც მთავარია, ღრმა იყოს, რათა სოდის შერევისას მასამ გაფუება იცის.
კაკაო და შაქარი ავურიოთ კარგად, დავუმატოთ რძე, მარილი. გავაერთიანე მასა, შემოვდგი დაბალ ცეცხლზე. წამოდუღდა თუ არა, შევურიე კარაქი და თაფლი, მერე სოდა. სისტემატურად ურიეთ დაახლოებით 5-7 წთ. გადმოიღეთ, გააგრილეთ ცოტა, შეურიეთ კვერცხი სათითაოდ და კარგად გახსენით!მიიღებთ ერთგვაროვან მასას და მერე შეურიეთ „პორციებად“ ფქვილი, მიიღებთ წებოვან მასას. არ ჩაყაროთ ფქვილი ერთიანად!
როდესაც ცომი გაცივდება, უფრო მკვრივდება, ამიტომ ზედმეტი ფქვილით გამოვა მაგარი ფენები. მოცემული რეცეპტით კი უნდა გამოგივიდეთ ადვილად დამყოლი ცომი, რომელიც არ დაგეხევათ და არ გაგაწვალებთ. გაბრტყელებისას კი შეგიძლიათ მოიხმაროთ მცირე რაოდენობის ფქვილი. სულ გამოვიდა 6 გუნდა, აქედან 5 დიდი ფენა და მე-6 პატარა, ზემოდან მოსაყრელად.
ვაცხობთ 200 გრადუსზე 32 სმ-იან ფორმაში.
კრემის მომზადება:
მოგეხსენებათ ამ ნამცხვარს უხდება ბევრი კრემი!
3 ცალი კვერცხი (მთლიანი)
350 გრ შაქარი
500 გრ კარაქი
120 გრ სიმინდის სახამებელი
1 ლ რძე
ვანილის ექსტრაქტი
მომზადება:
კვერცხი გავთქვიფოთ, შევურიოთ სახამებელი და შაქარი, მივიღებთ ერთიან მასას. დავასხათ ცხელი რძე და მოვურიოთ კიდევ კარგად, შაქარი გავადნე ბოლომდე და საცერში გავატარე, შემდეგ მოვადუღე ფაფა. რამდენიმე წუთი წამოდუღდა და გადმოვიღე სხვა თასში, გადავაკარი კონტაქტურად სამზარეულოს პარკი და გავაციე კარგად.
კარაქი დავამუშავე მიქსერით დაახლოებით 10 წუთი და მოხარშული ფაფა რომ გაცივდა, ჯერ გავთქვიფე ცალკე, შემდეგ კი თითო კოვზი შევურიე, დავამატე ვანილი. ეცადეთ რომ კარაქი და მოხარშული ფაფა იყოს ერთი ტემპერატურის აუცილებლად“.