რონალდუს ემოციური მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას
„ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს“

პსჟ-ს შემტევმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც გაირკვა, მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც რამდენიმე თვე მოედანზე ვერ გავა.
.
მას მთელი საფეხბურთო სამყარო ამხნევებს ამ რთულ მომენტში და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ. მათ შორისაა ფეხბურთის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც „ინსტაგრამზე” ასეთი კომენტარი დაუწერა:
„ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. კვარა, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გრძნობა, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს. შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!”.




