საზოგადოება

,,გაზეთი ,,თბილისი”-ს ჟურნალისტი რამდენიმე წელი უშუქოდ და უწყლოდ სიკვდილს ელოდებოდა”

,,ბოდიშს ვიხდი, ძალიან მძიმე ამბავია!
გუშინ ნაპოვნი ნანა დეიდას გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დილას გარდაიცვალა. ქალი რამდენიმე წელი იწვა გაუნძრევლად, პასპორტის და ყველანაირი საბუთის გარეშე და ავადმყოფობით და შიმშილით გარდაიცვალა გესმით? შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა! სპეციალური სამსახურის გამოძახება დაგვჭირდა რომ უბრალოდ მაცივარში ჩავასვენოთ. აირწინაღებით ვმუშაობთ სახლში, ისეთი საშინელება ხდება. ერთ დროს ცნობილი, გაზეთი “თბილისი”-ს ჟურნალისტი, ქალაქში ცნობილი ლამაზი ქალი – ნანა ნადირაძე რამდენიმე წელი უშუქოდ, უწყლოდ და ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა.
ნანა დეიდას დავკრძალავთ ისე, როგორც მას შეეფერებოდა, გავუკეთებთ ყველაფერს, თუკი რამეღაა შესაძლებელი, მაგრამ გული მერევა იმ ქვეყანაზე, სადაც ადამიანი შიმშილით კვდება ნაგავში. გული მერევა ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ ამ ქალის სიკვდილს. გული მერევა ყველაზე ვინც პრემიებით სკდება და მის ქალაქში უპატრონობით კვდება ახალგაზრდა ქალი.
ეხლა ნანა დეიდას პროზექტურაში გადავასვენებთ, პანაშვიდსაც გადავუხდით და ღირსეულადაც გავასვენებთ მისი სახლიდან. დაკრძალვა იქნება ზეგ, ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვართ ბიჭები, ნანა დეიდას ჭირისუფლები. მოსვლა თუ გინდათ ვინმეს, ტელეფონზე დამირეკეთ, ინფოში მიწერია. ბოდიში, მეტი აღარაფერი შეგვიძლია” _ წერს ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

რამდენიმე დღის წინ კი აკა სინჯიკაშვილმა ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

,,ძალიან სასწრაფოდ ???
ქალი ვიპოვეთ ოქროს უბანში. ასე წევს ასე ნაგვის კუთხეში და ვერ დგება. ვერ ჭამს საჭმელს, რაღაცა სჭირს და მოძრაობა თითქმის არ შეუძლია. ერთი წელია შუქი და წყალი არ აქვს. ძალიან სასწრაფოდ სჭირდება ექიმი და მკურნალობა, თორემ მართლა რამდენიმე დღეც შეიძლება ვერ იცოცხლოს.
კი ხედავთ ფოტოზე, რა პირობებშია.
რაც შეიძლება სწრაფად მივხედავთ და როგორც შეძლებთ, მოგვეხმარეთ რა, ესე ადამიანს როგორ ვუყუროთ.
სასწრაფოდ კარგი ექიმი გვინდა და კლინიკაშია გადასაყვანი, აქ გაჩერება მართლა შეუძლებელია.
აბა ჩვენ ვიცით ❤️
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია”

Related Articles

Back to top button
Close