სხვა

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალი“ შეიძლება სკანდალში გაეხვეს

„ახლობელს, რომელსაც მომკითხავი არავინ ჰყავდა, მივაკითხე კლინიკაში და მისი მკურნალობის თანხის დაფარვას ახლა მე მთხოვენ... მოვალ და ერთი არ გიჩვენებიათ ხელშეკრულება, რომელიც თურმე ჩემთან დაგიდიათ!“ - რას წერს ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი

ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი შოკისმომგვრელ ამბავს ყვება, რომელიც „ჯეოჰოსპტალის” გურჯაანის ფილიალს ეხება. როგორც ჟურნალისტი ფეისბუქსტატუსში წერს, მან ამ კლინიკაში ახლობელი მოინახულა, ახლა კი „ჯეო ჰოსპიტალი“ იმ ახლობლის სამედიცინო ხარჯების დაფარვას სწორედ მისგან ითხოვს. შეტყობინებაში, რომელიც ნელი ვარდიაშვილმა მიიღო, წერია, რომ ხელშეკრულების თანახმად თანხა მან უნდა გადაიხადოს. ჟურნალისტის თქმით, არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი.
.
,,ჯეო ჰოსპიტალში” სიცხის საზომი ოხრად გექნებათ – გურჯაანის ფილიალში, დროულად გაიზომეთ და კიდევ ერთხელ არ გაბედოთ მესიჯის გამოგზავნა ჩემს ტელეფონზე, თორემ ადვოკატით დაგადგებით თავზე და აქეთ გადამიხდით თანხას მორალური ზიანისთვის!
ახლობელს, რომელსაც იმ პერიოდში მომკითხავი არავინ ჰყავდა, საავადმყოფოში ორჯერ მივაკითხე და მისი მკურნალობის თანხის დაფარვას ახლა მე მთხოვენ – ხელშეკრულების თანახმად გადაიხადეთო.
რომ მოვალ, ერთი არ გიჩვენებიათ ხელშეკრულება, რომელიც ჩემთან დაგიდიათ თურმე და მერე ნახავთ თქვენს ყოფას! დედაჩემის სიკვდილი რომ „გაგიტარეთ“, ყველაფერი ახლა არ მომაკითხინოთ. მოთმინებასაც საზღვარი აქვს!
დედაჩემს, რომელიც მათგან თბილისში გადაყვანის შემდეგ 4 დღეში დაიღუპა, კალკულაციაში პლასტიკური ოპერაცია ჩაუწერეს და ამაშიც ფული გადამახდევინეს… რა პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს 86 წლის ქალს, რომელსაც გულის უკმარისობა ჰქონდა, აღარ მომიკითხავს და ახლა მეზობლის ფულს მე მთხოვენ, თან ხელშეკრულების თანახმადო…
სად შოულობენ საავადმყოფოების თანამშრომლებად ასეთ გიჟებს?! ამათ ვაჩვენებ გასროლილ სიტყვებს რა მოსდევს… ისედაც დიდი ხანია, ხელები მექავება… ვინც იცნობთ, მიაწვდინეთ ხმა მის მთავარ ექიმს და მენეჯერს, ცოტა დაუწიონ ფულის ჭრის „რაზგონს” – ყოველთვის არ გაუმართლებთ! ნელი ვარდიაშვილი არ გაგახსენოთ ჯანდაცვის ხალხს…“, – წერს ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი „ფეისბუქში“.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close