საზოგადოება

,,საცოდაობაა დღეს კახეთში, ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია”

„ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ და პირველ რიგში, ერთმნიშვნელოვნად, ეს ასე უნდა გაგრძელდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა დღეს კახეთში, ასეთ დროს, ასეთ ამინდში და ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას.

Related Articles

Back to top button
Close