საზოგადოება

”დავთმე კარიერა და დავყვები ყველა ვარჯიშზე, ყველა თამაშზე”_დედის ემოციური წერილი

გიზიარებთ სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

”რომ არ დამეწერა, გული გამისკდებოდა ალბათ…
მყავს შვილი, თედო, 11-ის არაა ჯერ, მარტში გახდება…
4 წლის წინ თავისით, 6 წლისამ გადაწყვიტა, რომ უნდოდა ფეხბურთელობა, ჰოდა არც დამიშლია. კვირაში 1 დღე ვარჯიშობდა სპორტ-სკოლაში. ერთხელ გავყევი თამაშზე (ვმუშაობდი მაშინ და დრო არ მქონდა) და გაოგნებული დავრჩი, კარებში მდგომი რომ დავინახე, თურმე მეკარეობა გადაწყვიტა. გადავიღე, ვიდეო დავდე აქ, ფეისზე და რამდენიმე დღეში მიწვევა მივიღეთ ბათუმის ”დინამოში”… გადავიყვანე, შარშან 15 სექტემბერს…

როცა დავინახე, რომ ეს გატაცება კი არა, მისი ოცნება იყო, დავთმე კარიერა და დავყვები ყველა ვარჯიშზე, ყველა თამაშზე, ვამხნევებ და ვაგულიანებ, რომ მეტი და მეტი შეუძლია. მართლაც მოახერხა იმდენი, რომ თავისი ასაკის ძირითად გუნდში თამაშობს… ყველასგან (ოჯახის წევრებისგან) ვისმენ სულ, რომ ვარ მოცლილი, ტყუილად დავდივარ და ა.შ….
ეს ერთი წელია არაფერი მიყიდია ჩემთვის, რადგან ჩემთვის განკუთვნული თანხით მისთვის ვყიდულობ ფორმას, ბუცს, ფორმას (მეკარეობა ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა). ახლა მოხდა ისე, რომ ბურთი ვერ ვუყიდე, თანაგუნდელები თავიანთი სავარჯიშო დროდან 2-3 წუთს უთმობდნენ თედოს და აძლევდნენ თავიანთ ბურთს, რომ ევარჯიშა. ამას წინათ მწვრთნელმა აჩუქა ბურთი (ანუ ამას იმიტო ვყვები, რომ ხედავენ მასში მომავალს და მაქსიმალურად უდგანან გვერდით)… თვეზე მეტია დიდი ”დინამოს” მეკარეების მწვრთნელი ავარჯიშებს სრულიად უსასყიდლოდ…

ჰოდა, დღეს დაგვიბარეს ფედერაციაში და განგვიცხადეს, რომ იტალიაში გვიწევს წასვლა… გეფიცებით, ამხელა ქალი ვტიროდი…
მე ამაყი დედა ვარ, ამაყი იმით, რომ ვარ მომსწრე პირადად მისი ყველა მარცხისა და წარმატების.
იბრძოლეთ, დედებო, არასდროს დამებდეთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს ბრძოლა! შვილის გამო ეს ღირს!
ჯერ ადრეა რაიმის განჭვრეტა, მაგრამ მე მჯერა, რომ “თედო ზოიძე” გახდება ის სახელი და გვარი, რომლითაც მხოლოდ მე კი არა, მთელი საქართველო იამაყებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close