კატეგორიის გარეშე

,,ესე როგორ უნდა გძულდეთ საკუთარი ქვეყანა, რომ გამიზნულად ზაფრავდეთ მოსახლეობას და ამწვავებდეთ კონფლიქტს”

ირმა ჭკადუა, ადვოკატი:

_ ის რაც დღეს გიორგი გაბუნიამ გააკეთა,  ეს არის ძალიან დიდი მავნებლობა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მთელი მსოფლიო მოგვიწოდებს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ და დიალოგისკენ. ეს რა პროვოკაციაა?

ესე როგორ უნდა გძულდეთ საკუთარი ქვეყანა, რომ გამიზნულად ზაფრავდეთ მოსახლეობას და ამწვავებდეთ ამ მრავალწლიან კონფლიქტს და ოკუპაციას? რას ცდილობთ?

არ ვაპირებთ რომ ჩვენი სამშობლო ამ პროვოკატორების და მავნებლების ხელში დავტოვოთ…

სად არის თავისუფალი მედია? სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები? სად არის სამოქალაქო საზოგადოება? პროდასავლურობაზე ექსკლუზივს რომ ანიჭებთ კონკრეტულ ადამიანებს რატომ არ იწვევთ და უსმენთ რეალურ სამოქალაქო საზოგადოებას?

აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს სამშობლოში იყოს მშვიდობა და მსგავს მავნებლებს არ მივცემ უფლებას მოუწყოს პროვოკაცია საქართველოს

Related Articles

Back to top button
Close