საზოგადოება

,,გიორგი გაბედავას თავს დაეხსნენ მეზობლები…”

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში გიორგი გაბედავა სცემეს, რომელიც მომღერალ სოსო პავლიაშვილის პროდიუსერია. გაბედავა მეუღლესთან ერთად რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა და ნათესავის ბინაში ცხოვრობს. ”მასკოვსკი კამსამოლეცის” ინფორმაციით, როდესაც გაბედავა სხვა ბინაში საცხოვრებლად გადადიოდა, ერთ-ერთი მეზობელი სადარბაზოსთან დახვდა და ცემა დაუწყო. კონფლიქტში სხვა მეზობლებიც ჩაერთვნენ. ჩხუბის დროს თავდამსხმელებმა პნევმატური იარაღი გამოიყენეს, რა დროსაც გაბედავა დაიჭრა. ის საავადმყოფოში მოათავსეს. გაბედავას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და გატეხილი აქვს ცხვირი. რუსული მედია წერს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თავდამსხმელებისთვის ასხნა-განმარტებაც არ მოუთხოვიათ.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close