საზოგადოება

ბეგი სიორიძე: მოვუწოდებ ოზურგეთელ ბიზმესმენებს, შევქმნათ მეწარმეთა კავშირი და დავეხმაროთ შეჭირვებულ ოჯახებს

ოზურგეთის ყოფილი მერი, ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე ინიციატივით გამოდის, რომ პანდემიის დასრულების შემდეგაც ოზურგეთელი ბიზნესმენები მუნიციპალიტეტში შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარონ.

დღეს, ბეგლარ სიორიძე 50 მოწყვლად ოჯახში იმყოფებოდა, რომელთაც სასურსათო ამანათები გადასცა.

„მინდა, ერთი ინიციატივის შესახებ გავაჟღერო. როდესაც ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია დასრულდება, მოვუწოდებ ყველა ოზურგეთელ მეწარმეს, გავერთიანდეთ და შევქმნათ ოზურეგეთელ მეწარმეთა კავშირი, რათა არა მხოლოდ ინფექციის გავრცელების პერიოდში, არამედ პანდემიის დასრულების შემდეგაც დავეხმაროთ შეჭირვებულ ოჯახებს. მენგონი, თვეში რამდენიმე ოჯახს რომ დავეხმაროთ ძალიან კარგი იქნება”, – განაცხადა სიორიძემ.

https://youtu.be/DbHu3_PcdC0

Related Articles

Back to top button
Close