სამართალი და კრიმინალი

,,ყურადღება მივაქციოთ ერთ ჩვენებას, რომელიც მისცა ვახტანგ ახვლედიანმა” _ პროკურატურის მიერ გახსნილ საქმეში, კვლავ კითხვის ნიშნებია

,,ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს. ითქვა, რომ გიორგი შაქარაშვილს ხიდის ქვეშ, მოასფალტებულ გზაზე მისდევდა სამი პირი და ამასთან, ორმა პირმა წინიდან მოუჭრა გზა. ხიდის ქვეშ გზის გადაღობვის ვერსია პირველად ჩვენ ვთქვით, მაგრამ ეჭვს იწვევდა, ჩავიდა თუ არა გიორგი ხევში. პროკურატურამ თქვა, რომ შაქარაშვილმა გადაუხვია და ჩაირბინა ფერდობზე. გამოძიება ამბობს, რომ ხუთივე მდევარი გიორგი ჩაჰყვა ამ ხევში, ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ გადააგდო წყალში.

ახლა ყურადღება მივაქციოთ ერთ ჩვენებას, რომელიც მისცა ვახტანგ ახვლედიანმა. ახვლედიანი იქვე იმალებოდა მოასფალტებულ გზასთან ახლოს, ბუჩქებში. ხაზს ვუსვამ – იმალებოდა მოასფალტებულ გზასთან, ბუჩქებში.

,,ჩემი დამალვიდან დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების და მეორეხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, რამდენიმე პირის სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით”

ახლა ლოგიკური შეკითხვები:

თუ ხუთივე მდევარი შაქარაშვილს ჩაჰყვა ხევში, მდინარემდე, ახვლედიანი რატომ ამბობს, რომ იქვე, მოასფალტებულ გზაზე ესმოდა მდევრების გინება და სირბილი 10 წუთის განმავლობაში ? ვინ დარბოდა, თუ ხევში იყვნენ ? ან ვის აგინებდნენ, გამოდითო, თუ ამ დროს მდინარესთან იყვნენ და შაქარაშვილს სცემდნენ ? თუ ხევში იყვნენ, ამავდროულად მოასფალტებულ გზაზე ვერ იქნებოდნენ.

მთავარი შეკითხვა – ქვემოთ, ხევში, მდინარესთან დაიჭირეს და სცემეს თუ ზემოთ, იქვე, ხიდის ქვეშ, მოასფალტებულ გზაზე ?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ვახო სანაია.

Related Articles

Back to top button
Close