საინტერესო

ამერიკა ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი:

_ სიტუაცია ჩინეთში ძალიან სერიოზულია – ხელისუფლება კეტავს დედაქალაქ პეკინში შესასვლელ-გამოსასვლელებს.
პეკინიში 22 მლნ კაცი ცხოვრობს და საერთო ჯამში დაახლოებით 100 მლნ ჩინელი ექცევა კარანტინის ზონაში.
ეს კი ნიშნავს, რომ ეკონომიკა დიდწილად გაჩერდება და აშშ-ს დაწევის გეგმებმა შესაძლოა დიდი ხნით უკან გადაიწიოს.
ცალკე თემაა, როგორ დაარტყავს ჩინეთის ეკონომიკის უკუსვლა მსოფლიო და მათ შორის ჩვენ ეკონომიკას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისი.
ამასთან გაჩნდა ეჭვი, რომ მმართველი კომუნისტური პარტია შესაძლოა სრულად არ აჩვენებდეს ეპიდემიის რეალურ სურათს.
ასეთ ფონზე აშშ გეგმავს საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ჩინეთიდან.

Related Articles

Back to top button
Close